პორშე 911, კორვეტი, შევროლეტი კორვეტი, კორვეტი ზეტერ1, შევროლეტ კორვეტი ზეტერ1, პორშე 911 ჯითი2 არესი
Aa
Aa

2019 წლის Porsche-მ Chevrolet Corvette ZR1-ს ყველაზე სწრაფი წრის რეკორდი ჩამოართვა

991.2 თაობის Porsche 911 GT2 RS-ის ბაზარზე გამოსვლიდან წლები გავიდა, თუმცა ეს სუპერქარი რეკორდების დამყარებას კვლავ აგრძელებს. Manthey Kit-ის პაკეტით აღჭურვილი ავტომობილი ახლახან Road Atlanta-ს ტრეკზე გამოჩნდა და სერიული ავტომობილების რეკორდი Chevrolet Corvette ZR1-ს ჩამოართვა.

სუპერქარების გერმანული მწარმოებელი წლებია Road Atlanta-ს საუკეთესო დროის ჩარტებში დომინირებს. გასულ წელს ავტომწარმოებელმა Panamera Turbo S E-Hybrid-ითა და Cayenne Turbo GT-ით სერიული წარმოების სედანებისა და SUV-ების კატეგორიაშიც საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირა.

Michelin Pilot Sport Cup 2 R N0 საბურავებით აღჭურვილმა 2019 წლის მოდელმა — 911 GT2 RS Manthey-მ — ტრასაზე ბოლო გამოსვლისას წრე 1:22.649 წუთში დაფარა. ამ შედეგით მან სულ მცირედით, თუმცა მაინც გააუმჯობესა Corvette ZR1-ის წინა რეკორდი (1:22.82).

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც GT2 RS-მა Road Atlanta-ზე რეკორდი დაამყარა. 2019 წელს ავტომობილმა სერიული წარმოების მოდელების ტიტული მას შემდეგ მიისაკუთრა, რაც წრე 1:24.88 წუთში დაფარა. თუმცა, იმ მოდელს Manthey Kit-ის პაკეტი, რომელიც აეროდინამიკურ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, არ ჰქონია.

გერმანული ავტომწარმოებელი ამით არ შემოიფარგლა და საკუთარი დომინაციის დასამტკიცებლად ტრეკზე 2025 წლის 911 GT3 RS-იც (Manthey Kit-ით) გამოიყვანა. ამ უკანასკნელმა წრე 1:23.932 წუთში გაიარა და ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი სერიული ავტომობილების რეკორდი დაამყარა. ცნობისთვის, წინა თაობის 911 GT3 RS-ს იმავე მანძილის დასაფარად 1:26.24 წუთი სჭირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები