მომსახურების სააგენტო, ავტომობილის გადაფორმება
Aa
Aa

მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართა.

„სიტყვით გამოსვლისას შალვა კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომსახურების პროცესების უწყვეტი განვითარება და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

პრეზენტაციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ეფხოშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული სერვისის ფუნქციონირების პრინციპი, პროცედურები და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.

მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY, ასევე ვებგვერდის — sa.gov.ge საშუალებით“, — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები