ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, საიუბილეო მოდელი
Aa
Aa

Toyota-მ ლეგენდარული Corolla-ს 60 წლის იუბილეს სპეციალური გამოშვების მოდელი მიუძღვნა

Toyota ლეგენდარული Corolla-ს 60 წლის იუბილეს ახალი სპეციალური სერიით აღნიშნავს, რომელიც დამატებით აღჭურვილობასა და ექსკლუზიურ დიზაინერულ შტრიხებს აერთიანებს.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

Hybrid SE-ზე დაფუძნებული 2027 წლის Corolla 60th Anniversary Special Edition ორ ძირითად ფერში: Ice Cap-სა და Supersonic Red-შია წარმოდგენილი. ამ უკანასკნელს ექსკლუზიური ორფერიანი 18-დუიმიანი დისკები ძალიან უხდება, რომლებიც ასევე მხოლოდ ამ მოდელისთვის შეიქმნა. ავტომობილმა ჩვეულებრივი SE ემბლემაც დათმო და უკანა კარებზე სპეციალური „60th Anniversary“ მიიღო.

ინტერიერის ცვლილებები შედარებით თავშეკავებულია — აქ გვხვდება შავ-წითელი სპორტული სავარძლები და Toyota-ს 10.5-დუიმიანი მულტიმედიის სისტემა. სალონს ასევე ამშვენებს 60th Anniversary-ს წარწერიანი ზღურბლები და ხალიჩები. ავტომობილის დინამიკაზე 1.8-ლიტრიანი ჰიბრიდული 4-ცილინდრიანი ძრავი ზრუნავს, რომელიც 138 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

წარმოება სულ 2,500 ეგზემპლარით შემოიფარგლება და სპეციალური სერია დილერებთან გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. Toyota-ს კონკრეტულად ამ ვერსიის ფასი ჯერ არ დასახელებია, თუმცა 2027 წლის სტანდარტული Corolla Hybrid SE-ს საწყისი ღირებულება 27 615 დოლარია.

სპეციალური სერიის გარდა, ბრენდმა 2027 წლის განახლებული Corolla-ც წარადგინა. ის მეტწილად უცვლელი რჩება, თუმცა ახალი შავი ფერი, სახელწოდებით Inked, დაემატა. მყიდველებს კაპოტის ქვეშ კვლავ ნაცნობი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავი დახვდებათ, რომელიც 169 ცხენის ძალასა და 205 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, აღნიშნულ ჰიბრიდულ აგრეგატთან ერთად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები