ბიუაიდი, ეს იუ ვი, ბივაიდი, ფანგჩენგპაო, ფანგჩენგპაო ტაი 9, ბივაიდი ტაი 9
Aa
Aa

BYD-მა ახალი, გიგანტური მოდელი გამოუშვა — იხილეთ Tai 9

ჩინეთში გიგანტურ SUV-ებზე მოთხოვნა არ იკლებს, ამ ტენდენციას კი BYD-ის შვილობილი ბრენდი, Fangchengbao, ახალი ფლაგმანით — Tai 9-ით ეხმაურება. ეს სამრიგიანი, გიგანტური მდიდრული ავტომობილია, რომელიც იმ უგზოობისთვის დამახასიათებელ, კუთხოვან დიზაინს ინარჩუნებს, რასაც ჩინელი მომხმარებელი ასე აქტიურად ითხოვს.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ოფიციალური მონაცემებით, Tai 9 აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი, ტურბინიანი ბენზინის ძრავით, რომელიც 147 ცხენის ძალას გამომუშავებს და გენერატორის როლს ასრულებს 66.5 კვტ/სთ მოცულობის ელემენტისა და წყვილი ელექტროძრავისთვის (თითოეული 268 ცხენის ძალით). ჯამური სიმძლავრე ჯერ უცნობია, თუმცა ავტომობილს მხოლოდ ელექტროენერგიით 310 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა აქვს, რაც ასეთი ზომის ავტომობილისთვის საკმაოდ შთამბეჭდავია.

რაც შეეხება გაბარიტებს, Fangchengbao-ს ახალი მოდელი ნამდვილად გიგანტურია. მისი სიგრძე 5270 მმ-ია, სიგანე 1999 მმ, სიმაღლე 1850 მმ, ხოლო თვლების ბაზა 3130 მმ-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ის Zeekr 9X-ის ანალოგიური ზომისაა და ისეთ ტრადიციულ სრულზომიან მოდელებზე გრძელია, როგორებიცაა BMW X7 და Mercedes-Benz GLS.

ავტომობილის ექსტერიერს ამშვენებს ორფეროვანი (შავი და ოქროსფერი) შეფერილობა, წინა ნაწილში ინტეგრირებული LED განათების ზოლი და ბამპერის ვერცხლისფერი დეტალები. გვერდებიდან ყურადღებას იპყრობს კუთხოვანი თვლების თაღები შავი პანელებით, გვერდითი საფეხურები და საკმაოდ მაღალი კლირენსი, ხოლო უკანა ნაწილში T-სებრი მაშუქებია განთავსებული.

ინტერიერის ოფიციალური ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ ის 6-ადგილიანი (2+2+2) კონფიგურაციით გაიყიდება. პაპარაცული ფოტოების თანახმად, სალონში დახვდებათ ციფრული მაჩვენებელთა დაფა და დიდი გაერთიანებული ეკრანი, რომელიც მულტიმედიასა და წინა მგზავრის ეკრანს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები