„მოხუცი ჯო“ თავისი 1967 წლის Corvette Sting Ray-ით ავტოკონკურსზე გამოჩნდა
„მოხუცი ჯო“ 1967 წლის Chevrolet Corvette Sting Ray, რომელსაც თითქმის 60 წელია ფლობს, ნიუპორტში გამართულ Audrain Newport Concours d’Elegance-ზე მიიყვანა. ღონისძიებას მასთან ერთად ცნობილი წამყვანი და ავტომოყვარული ჯეი ლენოც ესწრებოდა.
ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები
Goodwood Green ფერში შეღებილი მეორე თაობის Corvette ბაიდენს მამამ, 1967 წელს, საქორწილო საჩუქრად გადასცა. შესაბამისად, დღემდე ამ ავტომობილის ერთადერთი მფლობელიც სწორედ ის გახლავთ.
Corvette-ის კაპოტქვეშ 5.4-ლიტრიანი V8 ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას აღწევს. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე ნაწილდება. წლების შემდეგ, ჯოს ვაჟებმა Corvette კვლავ აღადგინეს და მამას საშობაო საჩუქრად გადასცეს. ეს ამ მოდელს ოჯახისთვის უფრო დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებს.

ჯომ ეს ავტომობილი 2016 წელს ჯეი ლენოს გადაცემაში Jay Leno’s Garage-შიც მიიყვანა. გადაცემაში „კორვეტის“ V8-ის შესაძლებლობებიც გამოცადეს და მან Corvette-ით ე.წ. burnout-იც შეასრულა. ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში, ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნისას, ავტომობილის საჭესთან ხშირად დაჯდომის სიამოვნება არ ჰქონდა ხოლმე.
თითქმის ათი წლის შემდეგ ლენო ჯოს 1967 წლის Corvette-ს კვლავ შეხვდა. ამჯერად უკვე 2026 წლის Audrain Newport Concours d’Elegance-ზე. ღონისძიებაზე აშშ-ის ყოფილ პირველ პირს Spirit of Audrain Award-ის ჯილდოც გადასცეს.

ჯო კი, მართვაც ერთ-ერთი გამორჩეული ავტომოყვარულია. ერთია, რომ თითქმის 60 წელია ის 1967 წლის Corvette-ს ინახავს და მეორე, რომ მის ავტოკოლექციაში სხვა არაერთ გამორჩეულ მოდელსაც შევხვდებით, მათ შორისაა: 1951 წლის Studebaker Champion-ი, 1952 წლის Plymouth Cranbrook Convertible და, როგორც ამბობენ, მდიდრული ვინტაჟური როდსტერი, Mercedes-Benz 190SL-იც კი.