ჰეჩბექი, ელექტრომობილები, სტელანტისი, პარიზის ავტოშოუ, ჩინური ელექტრომობილები, ლიპმოტორი, ლიპმოტორ ბი03
Aa
Aa

ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია

პარიზის ავტოსალონზე ჩინური ბრენდები სრული მასშტაბით არიან წარმოდგენილნი, თუმცა ავტომობილი, რომელმაც დასავლური გიგანტები განსაკუთრებულად დააფრთხო Leapmotor B03-ია. ეს B-სეგმენტის ელექტრო ჰეჩბექია, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ VW ID. Polo-სა და Renault 5-ს მომხმარებლები წაართვას — მეტი სიმძლავრით, უკეთესი აღჭურვილობითა და ბევრად დაბალი ფასით.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ჩინეთში ეს მოდელი B05-ის სახელით არის ცნობილი და ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი 7500 ევროზე ნაკლებია. ევროპული ვერსია, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ეღირება — სავარაუდო საწყისი ფასი 25 000 ევროა, თუმცა ის მაინც საუკეთესო შეთავაზებად რჩება მათთვის, ვინც ავტომობილს გონებით და პრაგმატულად ირჩევს.

Stellantis-ის მფლობელობაში არსებული Leapmotor-ის ახალი B03 აღჭურვილია 53 კვტ/სთ ბატარეით, რომელიც WLTP ციკლით, ერთი დამუხტვით 389 კილომეტრის სვლის მარაგს უზრუნველყოფს. კონკურენტებს (VW ID. Polo, Renault 5) შეუძლიათ მსგავსი სვლის მარაგის შეთავაზება, თუმცა არა ასეთ ბიუჯეტურ ფასად.

ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია — ფოტო 1
ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია — ფოტო 2
ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია — ფოტო 3
ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია — ფოტო 4
ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია — ფოტო 5
ევროპაში Leapmotor B03 ჩამოდის და ეს დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ძალიან ცუდი ამბავია — ფოტო 6

რაც შეეხება სიმძლავრეს, წინა ღერძზე განთავსებული 1 ელექტროძრავი 191 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ჰეჩბექს 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 7.6 წამში აჩქარებს — რაც მხოლოდ 0.2 წამით ჩამორჩება Alpine A290 GT-ის „ცხელ ჰეჩბექს". Leapmotor B03-ს უპირატესობა აქვს დამუხტვის სიჩქარეშიც: 10-დან 80%-მდე ელემენტის შევსებას სულ 21 წუთი სჭირდება. V2L ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ, ავტომობილით სხვა ელექტრომოწყობილობებიც ამუშაოთ.

დიზაინის თვალსაზრისით, B03 სადა და ნეიტრალურია. სალონში გვხვდება ჩინური ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი სტილი — 14.6-დუიმიანი ცენტრალური სენსორული ეკრანი და 8.8-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი. ფიზიკური ღილაკები თითქმის არ არის, თუმცა სისტემას აქვს ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა.

კომპლექტაციაში შედის ავტომატური LED მაშუქები, ელექტრო-სავარძელი 6-მიმართულებიანი რეგულირებითა და გათბობით, ელექტრო-კეცვადი სარკეები და ა.შ. ევროპაში Leapmotor B03-ის ოფიციალური გაყიდვები 2027 წლიდან დაიწყება და ევროპელ გიგანტებს სერიოზული დაფიქრება მართებთ, თუ როგორ უპასუხებენ ჩინური მხარის ამ ბიუჯეტურ, თუმცა მაღალტექნოლოგიურ შეტევას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მატე რიმაცი ევროპულ ავტომწარმოებლებს ჩინელებთან დაპირისპირების ხედვებს სთავაზობს
    მატე რიმაცი ევროპულ ავტომწარმოებლებს ჩინელებთან დაპირისპირების ხედვებს სთავაზობს