დატუნინგებულმა Toyota GR Supra-მ BMW M4 დრაგზე გააუბედურა
დატუნინგებული BMW M4 დრაგზე საკმაოდ სერიოზულ და საშიშ მეტოქედ ითვლება. თუმცა, როდესაც მის გვერდით სპეციალურად მომზადებული Toyota GR Supra დგება, შესაძლოა ვითარება მალე შეიცვალოს... სწორედ ასე კოშმარულად განვითარდა მოვლენები ამ ვიდეოშიც — იაპონურმა სპორტქარმა მეოთხედი მილი 8.68 წამში დაფარა და შოუ სრულად მოიპარა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სტარტზე BMW M4-ს ტექნიკური პრობლემა შეექმნა: წინა თვლები თავიდან თითქოს დაიბლოკა, ავტომობილს დაძვრა გაუჭირდა, ტრასის შუაწელში კი ძრავა ავარიულ რეჟიმში გადავიდა და M4-მა რბოლა ფაქტობრივად შეწყვიტა. Supra-ს კი არანაირი შეფერხება არ ჰქონია — იდეალური სტარტი, ბრწყინვალე აჩქარება და 8.68 წამი 250 კმ/სთ საბოლოო სიჩქარით!
შედარებისთვის ქარხნული GR Supra 1/4 მილს 12.3 წამში გადის. ეს მოდიფიცირებული ვერსია კი მასზე 3.6 წამით სწრაფია! ქარხნული BMW M4 Competition xDrive ამავე დისტანციას 11.0 წამში ფარავს.

აქ არის კიდევ ერთი საინტერესო და ოდნავ ირონიული დეტალიც — Toyota-მ GR Supra-ს სერიული წარმოება 2026 წლის მარტში ოფიციალურად დაასრულა (მემკვიდრე ჯერ არ გამოუცხადებია), ხოლო G82 M4 კვლავ კონვეიერზეა. შესაბამისად, მოდელმა, რომელიც წარმოებიდან უკვე მოიხსნა, დღეს გაყიდვაში მყოფი გერმანული სუპერ-კუპე შოუზე სრულიად დაჩრდილა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს