თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ავტონომიური მართვის სისტემა
Aa
Aa

Tesla-მ ევროპაში თვითმართვით სისტემას სახელი შეუცვალა | როგორია ახალი სახელწოდება?

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ ევროპულ ბაზრებზე მძღოლის დამხმარე სისტემების სახელწოდება Full Self-Driving-დან (სრულად თვითმართვადი) Tesla Assisted Driving-ად (დამხმარე მართვის სისტემა) შეიცვალა. ცვლილება კომპანიის ვებგვერდზე და ავტომობილების ონლაინ სახელმძღვანელოებში უკვე აისახა, მათ შორის ესპანეთში, გერმანიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

Full Self-Driving-ი ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მძღოლის დამხმარე სისტემაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სისტემის გამოყენებით, ყველანაირ სიტუაციაში ელექტრომობილი მძღოლის ჩარევის გარეშე შეძლებს გადაადგილებას. სისტემა მძღოლისგან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს და შესაბამისად, სრულად ავტონომიურ მართვასაც არ უზრუნველყოფს. 

სწორედ ამის გამო, სახელწოდებას წლების განმავლობაში არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი მტკიცებით, Full Self-Driving-ის გამო, მძღოლებს შესაძლოა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ელექტრომობილებს ყველა სიტუაციაში შეუძლიათ მათი ჩარევის გარეშე გადაადგილება.  Tesla მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ სისტემა მძღოლს არ ანაცვლებს, თუმცა მარეგულირებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს საკმარისი არაა და თავად სახელწოდებაა შეცდომაში შემყვანი. 

სახელწოდების ცვლილებიდან დაახლოებით ექვს თვეში, ნიდერლანდების მარეგულირებელი ორგანოს ისტემის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შემდგომ, საკუთარ ბაზრებზე სისტემის დანერგვას მხარი ევროპული ბლოკის დამატებით შვიდმა სახელმწიფომაც დაუჭირა, მათ შორის ხორვატიამ, სლოვენიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, დანიამ და ბელგიამ. Reuters-ის ცნობით, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას სლოვაკეთიც მიიღებს. 

Tesla-ს მიერ სახელწოდების შეცვლა მარეგულირებლების ერთ-ერთ მთავარ შეშფოთებას პასუხობს. ეს კი, როგორც ევროპის, ასევე Tesla-ს ხელმძღვანელობის გეგმაში შედის. მასკი, ევროპის ბაზრებზე სისტემის დამტკიცებას ბოლო პერიოდია აქტიურად ცდილობს და ბლოკის ქვეყნებს  Tesla-ს სამომავლო განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები