მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მექანიკური კოლოფი, სუბარუ, სუბარუ დაბლიუ არ იქსი
Aa
Aa

ავტომატური კოლოფი უფრო სწრაფია — Subaru WRX-ის მძღოლებს მაინც მექანიკა ურჩევნიათ

თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სპორტქარების უმეტესობა უკვე სრულად ავტომატურ ან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფებზე გადავიდა, რადგან კომპიუტერი სიჩქარეებს ადამიანზე ბევრად სწრაფად ცვლის. თუმცა, არსებობს ბრენდები და მოდელები, რომელთა შემთხვევაშიც მძღოლების ფსიქოლოგია მონოტონურ ციფრებზე მაღლა დგას.

ასევე იხილეთ: ცუნამს გადარჩენილი ლურჯი Subaru - ავტოპორტრეტი

როგორც ირკვევა, Subaru WRX-ის მყიდველები კვლავ ტრადიციების ერთგულნი რჩებიან — მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური (CVT-ზე დაფუძნებული Subaru Performance Transmission) ვერსია ზოგიერთ დინამიკურ პარამეტრში ბევრად უფრო სწრაფია, მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა არჩევანს მაინც 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე აკეთებს.

რა არის ამის მიზეზი? Subaru-მ ცოტა ხნის წინ ავტომატური ტრანსმისია WRX-ის უფრო მაღალკომპლექტაციებშიც დაამატა, იმ იმედით, რომ მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს მოიზიდავდა. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ სპორტული სედანის მყიდველებისთვის სამი სატერფულის არსებობა კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორად რჩება.

მთავარი მიზეზი, რის გამოც მექანიკური კოლოფი ლიდერობს, სავარაუდოდ, მანქანასთან კავშირია... WRX არ არის უბრალოდ სწრაფი სედანი — ის რალის ლეგენდების მემკვიდრეა, სადაც მექანიკური ბერკეტით მუშაობა მართვის პროცესის განუყოფელი და ემოციური ნაწილია. გარდა ამისა, მძღოლები თვლიან, რომ ავტომატური კოლოფი (მიუხედავად გაუმჯობესებისა) ვერ სთავაზობს ისეთ კონტროლის შეგრძნებას, რასაც მექანიკური უზრუნველყოფს. და აქვე, ცხადია სახსენებელია თავად ბრენდის იდენტობაც — Subaru-ს სპორტქარებს ის ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ, რომელთაც მექანიკური კოლოფების ეშინიათ...

იმ ეპოქაში, როდესაც ავტომწარმოებლები მექანიკას თანდათან აუქმებენ და ბაზრიდან დევნიან, Subaru WRX-ის ეს სტატისტიკა იმედის მომცემია. ის აჩვენებს, რომ სანამ ცოცხლობენ მძღოლები, რომელთათვისაც მანქანა მხოლოდ წერტილიდან წერტილამდე გადაადგილების საშუალება არ არის, მექანიკური კოლოფი მოთხოვნადი და დაფასებული იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დატუნინგებულმა Toyota GR Supra-მ BMW M4 დრაგზე გააუბედურა
    დატუნინგებულმა Toyota GR Supra-მ BMW M4 დრაგზე გააუბედურა