პიკაპი, უგზოობა, ყველგანმავალი, ფორდი, ტუნინგი, კემპერი, ფორდ რეინჯერი, ჰელვიგი
Aa
Aa

Hellwig კემპინგისთვის საუკეთესო Ford Ranger-ს გვთავაზობს

Hellwig Ford Ranger-ი ნამდვილი „მოსიარულე თავგადასავალია“. ეს საშუალო ზომის პიკაპი კემპინგის და უგზოობის მოყვარულთათვის საუკეთესო ავტომობილია.

კემპინგი 21-ე საუკუნეში ძალიან პოპულარულია და Hellwig “Attainable Adventure” Ford Ranger-ი ამისთვის საუკეთესო ავტომობილია. ის SEMA-ს 2019 წლის შოუსთვის აიწყო და ბიუჯეტური ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი მონაცემები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ფასი  $80,000 -ია.

Hellwig-მა 2019 წელი Ford Ranger XLT-ით დაიწყო, რომელიც $35,000 ღირდა. მას შემდეგ Icon Vehicle Dynamics Stage 5 დაკიდების სისტემა დაუმატეს, საკუთარი ხელით შექმნილი განივი მდგრადობის სტაბილიზატორით და EZ-990 უკანა ფურცლოვანი რესორებით. ალუმინის 17-იანი დისკებით და in Falken Wildpeak-ის საბურავებით.

Yakima-ს საბარგული და Tepui HyBox-ის კარავი არასაგზაო სიარულისთვის ძალიან გამოსადეგია.  ექსტერიერის განახლებები Bushwacker -ის ფრთები და Addictive Desert Designs -ის წინა და უკანა ბამპერებს მოიცავს. საბარგულში მაცივარია, რომელსაც მზის სხივებზე მომუშავე ენერგიის წყარო ტენის. კიდევ ერთი სახალისო დამატება Krazy Beaver-ის ბარი და სპეციალური უგზოობაზე გათვლილი ველოსიპედებია.  

შესაძლოა, $80,000 ძვირად მოგეჩვენოთ, მაგრამ კემპინგისთვის გათვლილი Sportsmobile Classic 4x4 Ford -ის ფასი $125,000-დან იწყება, მაშინ, როცა პიკაპისთვის დამატებითი აქსესუარები სულ $20,000 დაჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები