Mercedes X-Class მისაბმელით: ველოსიპედის ყველა მოყვარულის ოცნება
ახალ Mercedes-Benz X-Class-ს ადგილი საძინებლისთვის, სამზარეულოსა და სააბაზანოსთვისაც კი აქვს.
Carlex Design-ის Pickup Design-ის დეპარტამენტი სატვირთოებზეა ორიენტირებული. მათი უახლესი ნამუშევარი Mercedes-Benz X-Class-ის ველოსიპედების გადამზიდად განახლება იყო. მანქანის აღჭურვილობაში მისაბმელიც შედის, რომელშიც ყველაფრისთვის საკმარისი სივრცეა. კომპანია მას the Exy Viale Bike Tour Set-ს უწოდებს და პირობას იძლევა, რომ მას მსოფლიო მალე იხილავს.

სამწუხაროდ, დიზაინი მისაბმელზე ბევრ ინფორმაციას ვერ იძლევა. გარედან მას წითელი საღებავი და თეთრი ზოლები აქვს, ისევე, როგორც პიკაპს. კომპანია ამბობს, რომ მასში ოთხი საწოლი, სააბაზანო და სამზარეულოა.
Pickup Design-მა ველოსიპედების დასადები კონსტრუქცია 2019 წელს წარადგინა. მასზე 3 ველოსიპედი ეტევა ისე, რომ ადგილი საბარგულზე სხვა ტვირთისთვისაც რჩება. როცა დატვირთვის ან გადმოტვირთვის დრო დგება, კონსტრუქცია დაბლა ჩამოდის და ამ ყველაფერს ამარტივებს.

კომპანიამ ავტომობილი კარბონის ნაწილებითაც აღჭურვა. ის ფრთებში, ბამპერებსა და კაპოტზე გამოიყენა. X-Class-ი 22-იან დისკებზეა, რომლებსაც გარშემო რგოლი აქვს.
„მერსედესი“ X-Class-ის წარმოების შეწყვეტას 2020 წლის მაისში აპირებს. „ნისანი“ Navara-ზე დაფუძნებულ სატვირთოს ბარსელონაში უშვებს. X-Class-მა ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში საკმარისი პოპულარობა უბრალოდ ვერ მოიპოვა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ამერიკის ბაზრისთვის, არგენტინაში ქარხნის გეგმა ჩავარდა.
