Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  12:43

ხაშურის გზის პროექტი: რითია ახალი ხიდი უნიკალური?

ხაშურის შემოვლითი გზის ნაწილი უნიკალური ხიდია!

ხაშურის შემოვლითი გზა უკვე გახსნილია. ამ ეტაპზე13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4 ზოლიანი გზა ფუნქციონირებს. პროექტი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად ახალ გზაზე გადავიდა. ქალაქი ხაშური კი საცობებისგან საგრძნობლად განიტვირთა. ტერიტორიაზე გადაადგილების დრო განახევრდა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს უნიკალური 420-მეტრიანი ხიდი. რითია ეს ხიდი უნიკალური? ის საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro ხიდი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენა. კომპანიის განცხადებით, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. ხიდის სამშენებლო სამუშაოებზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთად მუშაობდნენ.

2020 წელს კომპანია POWERCHINA Fortune Global 500-ის რეიტინგში 157-ე ადგილს იკავებს. ამასთან, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის პირველი ადგილი დაიკავა. POWERCHINA ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს. როგორც ჩინეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

გაზიარება: