მინივენი, რომლის ყოლაზეც არასდროს გიფიქრიათ: Mercedes-Benz R63 AMG
700-ცხენისძალიანი მინივენით თქვენს შვილებს სკოლაში არასდროს დააგვიანდებათ.
Mercedes-Benz R63 AMG დაახლოებით 200 ეგზემპლარად არსებობს, რაც მას საკმაოდ იშვიათ ავტომობილად აქცევს. კონკრეტულად ეს მანქანა კი მსოფლიოში ერთადერთია. ის 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes R63 AMG თავისთავად უკვე წარმოუდგენლად სწრაფი მინივენი იყო. 503 ცხენის ძალით და 630ნმ მაბრუნი მომენტით. ის კომპანიამ 2007 წელს გამოუშვა.

ეს 2007 წლის R63 AMG ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. თვითონ გამყიდველმა ის 2018 წელს შეიძინა. მფლობელობის ორი წლის განმავლობაში მან მანქანის 6.2-ლიტრიან V8-ს Weistec Engineering-ის აღჭურვილობა დაუმატა და 200 ცხენის ძალით მეტი მიიღო. 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით ძალა ოთხივე ბორბალს მიეწოდება.

Weistec-ისგან $63,000-ის ღირებულების მოდიფიკაციებია. მათ შორისაა დაკიდების დასადაბლებელი აღჭურვილობა, Monoblock-ის სტილის დისკები, Brembo-ს მუხრუჭები, გამონაბოლქვის სისტემა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობის გამო მანქანის საყიდლად არავის სცალია, ეს ის მინივენია, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ.
