გადაკეთებული C6 Chevy Corvette ახალ ბეტმობილს ჰგავს
მას Slash ჰქვია და იმ ადამიანის შექმნილია, რომელმაც ფილმისთვის Suicide Squad ჯოკერის ავტომობილი ააწყო.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ ექსტერიერის ქვეშ Chevrolet Corvette იმალება. ამ ახალ მოდიფიცირებულ მანქანას Slash შეარქვეს. არა, ეს ავტომობილი Guns & Roses გიტარისტს არ ეკუთვნის. ეს მანქანა მაიკ ვეტერმა შექმნა. თუ ეს სახელი გეცნობათ, იმის გამო, რომ ის „ჰოლივუდის“ ფილმებისთვის არანორმალურ მანქანებს ხშირად აწყობს. „თვითმკვლელთა რაზმში“ ჯოკერის ვარდისფერი სუპერკარიც მისი შემოქმედებაა.

ეს კონკრეტული ავტომობილი ფილმთან არაა დაკავშირებული, მაგრამ ისე გამოიყურება, რომ თითქოს უნდა იყოს. ის ახლა eBay -ზე $89,000-ად იყიდება. ავტომობილი C6 Chevrolet Corvette-ია, რომელიც 2005-2013 წლებში გამოდიოდა. აგრეგატიც C6-ის აქვს. 6.2-ლიტრიანი LS3 V8, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. განახლებული მუხრუჭებით არის აღჭურვილი და გამონაბოლქვის სისტემა გვერდებზე გამოტანილი აქვს.

ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარი მაინც ექსტერიერია. Ebay-ს აღწერაში გამყიდველი სვამს კითხვას: „ეს ბეტ მენის ახალი მანქანაა?“ და გასაგებია რატომაც. Corvette-ის დნმ-ს მხოლოდ სახურავში თუ ამოვიკითხავთ. კარებს ბეტმობილის შეხედულება მაშინ უფრო აქვს, როცა ისინი აწეულია. წინა და უკანა ხედვის კამერები უკვე დაყენებულია.
ასე რომ ამ მანქანის ახალი პატრონი თავისუფლად შეძლებს თქვას ეს ცნობილი ფრაზა ფილმიდან: „I'm Batman!“
