გამონაბოლქვი, საბურავები, ჰაერის დაბინძურება
Aa
Aa

საბურავების ცვეთა გარემოს უფრო აზიანებს, ვიდრე გამონაბოლქვი

მაყუჩიდან გამონაბოლქვის გარდა, ავტომობილებით გარემოს დაბინძურების კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, რომელსაც დღეს მსოფლიო ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

როცა მანქანების მოხმარებით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობენ, აქცენტს ყველა გამონაბოლქვზე აკეთებს. გარკვეული შეზღუდვების არსებობის გამო, კომპანიების უმეტესობა ელექტრომანქანების წარმოებაზე გადადის. მაგრამ, არავინ საუბრობს იმაზე, რომ გარემო საბურავების ცვეთის გამოც ზიანდება.

Emissions Analytics-ის კვლევით, საბურავების ცვეთისგან მიყენებული ზიანი შესაძლოა ათასჯერ უარესი იყოს, ვიდრე გამონაბოლქვით დაბინძურება.

საზიანო ნაწილაკების გამოყოფა გარემოსთვის ნელ-ნელა უფრო დიდი პრობლემა ხდება. დიდი ზომის  და მძიმე მანქანების, მაგალითად, სუვების პოპულარობის ზრდასთან ერთად, ეს პრობლემაც უარესდება. მძიმე ელექტრო მანქანებიც დიდი საფრთხეა.

საბურავების ცვეთით დაბინძურება ჯერჯერობით არ რეგულირდება. თანამედროვე ელექტრო ავტომობილებით სავსე სამყაროში გამონაბოლქვი მცირდება. რეგულირებული გამონაბოლქვის ლიმიტი კილომეტრზე 4.5 მილიგრამია. თუმცა, ცვეთის „გამონაბოლქვი“ შესაძლოა 1000-ჯერ მეტიც იყოს, განსაკუთრებით კი დაზიანებულ გზებზე იაფიანი საბურავებით.

 

„დროა, არა მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, თუ რა გამოდის მაყუჩიდან, არამედ იმაზეც, თუ რა ნაწილაკები იფრქვევა გარემოში საბურავების და მუხრუჭების ცვეთისას. კვლევის შედეგები შოკის მომგვრელია. საბურავებით დაბინძურება, შესაძლოა ათასჯერ უარესი იყოს", — ამბობს Emissions Analytics-ის მკვლევარი რიჩარდ ლოფტჰაუსი.

 


მანამდე კი, სანამ ამ პრობლემის მოგვარებას მსოფლიო შეუდგება, საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გვირჩევს, პატარა ზომის მანქანა  შევიძინოთ, რომელიც ეფექტურად დაზოგავს ჩვენს ბიუჯეტს და  გარემოს ნაკლებად დააბინძურებს. ასევე, საბურავების გამოცვლისას, ვიყიდოთ მსუბუქი მოჭიდების საბურავი და ასე ვებრძოლოთ ცვეთისგან გარემოს დაბინძურებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები