Aa Aa
17 ნოემბერი 2020  |  14:23

Meyers Manx Buggy-ს ბიზნესი გაიყიდა და ის მალე გაცოცხლდება

ახალი კომპანიას ახალ პროდუქტების წარმოებისთვის გეგმები გააჩნია

1960-იანი წლების ქვიშის სანაპიროს კულტურა არასდროს ყოფილა სრულყოფილი Meyers Manx Buggy-ს გარეშე. VW Beetle-ზე დაფუძნებული ბაგი თავისი დიზაინითა და მარტივი მექანიკით მალევე საკულტო ავტომობილი გახდა. თუმცა კომპანიამ 1971 წელს ბიზნეს საქმიაობა შეაჩერა. ამ კომპანიის მფლობელები ბრუს და ვინი მეიერსები იყვნენ. 2000 წელს მათ ბრენდი განაახლეს, მაგრამ ახლა Trousdale Ventures-ზე მიყიდვა გადაწყვიტეს, რომელსაც კომპანიის გაცოცხლება სურს.

ბრენდის თავდაპირველი საქმიანობა 1964 წელს დაიწყო. Beetle-ს დამოკლებულ ბაზაზე ერთნაწილიანი მინაბოჭკოსგან დამზადებული კორპუსი იყო განთავსებული. მსუბუქი კონსტრუქცია, სქელი საბურავები და ქუჩაში გადასაადგილებლად დაშვებულის სტატუსი ავტომობილს განსაკუთრებულობას ანიჭებდა. კომპანიის მომავალთან დაკავშირებული დეტალები ჯერ გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, Trousdale Venture-ის თავჯდომარე, ფილიპ საროფიმი აცხადებს, რომ ახალ კომპანიას „საერთაშორისო ოცნების გუნდის შეკრება და მათი კრეატიული სულებითა და ავტოსამყაროს სიყვარულით გაერთიანება სურს.“ ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ Manx-ის მემკვიდრეობა - გართობისა თავისუფლებისა შესახებ - გაგრძელდეს.

მოხსენების მიხედვით, კომპანიის ახალი აღმასრულებელი ოფიცერი ფრიმენ თომასი იქნება. თომასს ავტოინდუსტრიაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის Chrysler West Coast-ის სრუდიოს მთავარი მენეჯერიც იყო. Meyers Manx-ის ახალი კომპანია ელექტროფიცირებულ მოდელებსაც მოიცავს. VW-ს შასიზე აგრეგატები უკან განათავსდება. ახალი პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით მათ სხვა გეგმები და იდეებიც აქვთ.

განახლებული დიზანის მოდელები უსაფრთხოების ახალი სტანდარტების მიხედვით შეიქმნება. ეს ფაქტორი დაბალ ფასს ნიშნავს, მაგრამ ზუსტი ციფრები ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

გაზიარება: