Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  10:53

საერთაშორისო შეჯიბრება ვირტუალურ რბოლაში

12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, Simulexe Racing-ის და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება. ვირტუალური რბოლა 2 საათი გაგრძელდება და მასში სხვადსხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან შეჯიბრში 10 საუკეთესო სიმ რეისერი იასპარეზებს, რომელთა ვინაობა 26 ნოემბერს 22:00 საათზე დაგეგმილი წინასწარ საკვალიფიკაციო შეჯიბრში გამოვლინდება. წინასწარი კვალიფიკაციის და რბოლის სტრიმინგი განხორციელდება Simulexe Racing-ის Youtube არხზე.

რბოლა გაიმართება GT3 კლასის შემდეგი ავტომობილებით:
- Audi R8 LMS 2016
- BMW Z4 GT3
- Ferrari 488 GT3
- Lamborghini Huracan GT3
- Mclaren 650S GT3
- Mercedes-Benz AMG GT3
- Nissan GT-R GT3

კვალიფიკაციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობისთვის საჭიროა პერსონალური კომპიუტერი და სარბოლო სიმულატორი Assetto Corsa ოფიციალური პეკებით. რეგისტრაციისთვის საჭიროა გააგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი 17 ციფრიანი სტიმის ID და ტელეფონის ნომერი მისამართზე simulexeracing@gmail.com არაუგვიანეს 25 ნოემბრისა

დამატებითი ინფორმაცია  Simulexe Racing-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. აქვე შეგახსენებთ,რომ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და კომპანია „სიმულექს რეისინგის” ორგანიზებით წელს პირველად, საქართველოს ჩემპიონატი სახელწოდებით, „Georgian Digital Championship 2020” უკვე გაიმართა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩემპიონატის განმავლობაში მომაწილე 30-მდე ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ავტომრბოლელმა, საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადახვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომზე, 12 რბოლასა და 6 ეტაპში იასპარეზა. შეჯიბრის გამარჯვებული პროფესიონალი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა, ხოლო საუკეთესო არაპროფესიონალ მრბოლელად რეზო ბობოხიძე დასახელდა.

გაზიარება: