Aa Aa
25 ნოემბერი 2020  |  11:57

ლუის ჰამილტონი დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან რაინდის წოდებას მიიღებს

პრემიერ მინისტრის რეკომენდაციით, ჰამილტონი სერის წოდებას მიიღებს.

უკვე 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა შესაძლოა დედოფალ ელიზაბეტ მეორისგან რაინდის წოდება მიიღოს. 15 ნოემბერს თურქეთის გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ ბრიტანელი პილოტი მიხაელ შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა. ის იქნება იმ მცირედ ბრიტანელ პილოტთა შორის, რომლებმაც ეს წოდება დაიმსახურეს. შეეგებეთ, სერ ლუის ჰამილტონს!

სტივენეიჯში, ჰერფორდშირში დაბადებულმა ლუის ჰამილტონმა, „ბრიტანეთის იმპერიის ღირსების ორდენი“ უკვე მიიღო. ეს საფეხურით უფრო დაბალა მდგარი ორდენია. ეს ჯილდო ბრიტანელმა 2008 წელს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულის მოგების შემდეგ მიიღო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰამილტონს დედოფალთან რეკომენდაცია პირადად გაუწია. სერის წოდებას ბრიტანელი ავტოსპორტსა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დამსახურებისთვის მიიღებს.

როგორც ერთადერთი ფერადკანიანი პილოტი ფორმულა 1-ში, ჰამილტონი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. ამას იგი თავისი მაისურებითაც და პირბადეებითაც კი გამოხატავს. ის "Black Lives Matter" სლოგანს ხშირად იყენებს. თითოეული რბოლის წინ ბრიტანელი სხვა პილოტებს ძალადობის მსხვეპლების საპატივსაცემოდ დაჩოქებისკენ მოუწოდებდა.

ჰამილტონამდე სერის წოდება სამ გზის მსოფლიო ჩემიონს ჯეკი სტიუარტს და სტირლინს მოსს მიენიჭა. სავარაუდოდ, უკვე შემდეგი სეზონიდან კომენტატორებს ბრიტანელი პილოტის სერ ლუის ჰამილტონად მოხსენიება მოუწევთ.

 

 

გაზიარება: