Aa
Aa

ახალი Mercedes-AMG A45 S-ის Nürburgring-ის რეკორდი

„მწვანე ჯოჯოხეთის“ ერთი შესანიშნავი წრე - 7:48

სუპერქარების მონაცემების მქონე პატარა Mercedes-AMG A45 S ახალი „ჰიპერ ჰეჩბექების“ ერა დაიწყო. პატარა შეკვრაში ბევრი ცხენისძალა გასაკვირი არაა, მაგრამ ჰეჩბეკებში ეს პირველი შემთხვევაა.

ახალი A45 S მოკრძალებული 2-ლიტრიანი ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, მაგრამ მისი წარმადობა საოცარია. 4-ცილინდრიანი ძრავა 415 ცხენის ძალასა და 500 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს, რაც მას ყველაზე მძალვრი ქარხნული 4-ცილინინდრიანი ძრავის ტიტულს ანიჭებს.

A45 S AMG-ს მიერ დამუშავებული 4Matic ოთხივეწამყვან სისტემას იყენებს, რათა ამხელა ძალა ასფალტის საფარზე სწორად ამუშაოს. ამაში ასევე მაბრუნი მომენტის გამანაწილებელი ახალი სისტემა ეხმარება. AMG-ს 8-სიჩქარიანი ორგადაბმულობიანი ტრანსმისია ახალი „ა კლასის“ 0-დან 100-მდე 3,9 წამიან აჩქარებას ხელს უწყობს.

თუ ავტომობილის ტრეკის შესაძლებლობებს დავუბრუნდებით, „ნორდშლაიფეს“ წრე 7 წუთსა და 48 წამში დაფარა, რაც ცუდი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომელ ავტომობილებს გაასწრო. მან BMW-ს ქებული M4 აჯობა, რომელმაც წრე 7 წუთსა და 52 წამში დაფარა. ახალმა A კლასმა 2007 წლის Porsche 911 GT3 RS-სის ნაირი დრო აჩვენა, რაც მის „ჰიპერ ჰეჩბეკის“ სტატუსს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.

Mercedes-AMG A45 S მრავალფუნქციური საოჯახო ავტომობილია, რომელსაც საკმაოდ დიდი სარბოლო პოტენციალი აქვს, მაგრამ ახალი A45 S-ისგან უფრო მეტს ველოდით. სამწუხაროდ ტრეკზე Honda Civic Type R-ის დროსაც (7:43.800) კი ვერ აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები