კვლევა, შიგაწვის ძრავა, ელექტრომობილები, ჰაერის დაბინძურება, ეკოლოგია
Aa
Aa

ელეტქრონული ავტომობილები ნაკლებ CO2-ს გამოყოფენ, ვიდრე საწვავის ექვივალენტები

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გლობალური მასშტაბით ელექტრო ავტომობილები მთლიანი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფენ, ვიდრე ბენზინის ექვივალენტები.

არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრომობილების წარმოების პროცესის განმავლობაში გამოყოფილი ნახშირორჟანგის ფონზე, ისინი არც თუ ისე ეკოლოგიურად სუფთა არის და რიგ შემთხვევაში საწვავზე მომუშავე მანქანების გამონაბოლქვის მაჩვენებელს აღემატება.

ქემბრიჯის, ექსეტერისა და ნიმეგენის უნივერსიტეტების მკლევარების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ეს მოსაზრება მცდარი ყოფილა. კვლევა ავტომრეწველობის ყველა ასპექტს მოიცავდა, მათ შორის ავტომობილის წარმოებას და საწვავის/ ენერგიის გადამუშავებას. აღმოჩნდა, რომ ელექტრონული ავტომობილების საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში ჯამური გამონაბოლქვი და ნახშირორჟანგის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ანალოგების.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილების წარმოება-ექსპლუატაციაში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა 95% ქვეყანაში ნაკლებია, ვიდრე საწვავზე მომუშავე ექვივალენტების. ქვეყნების დარჩენილი 5%-ის შემთხვევაში ელექტროენერგიის მოპოვება მეტად ნახშირის წვაზეა დამოკიდებული.

ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგიის მოპოვება მეტად ეკოლოგიურად სუფთა ხერხებით ხდება და საწვავზე ნაკლებად არის დამოკიდებული, გამოყოფილი CO2-ის მაჩვენებელი 30%-70%-ით ნაკლებია.

დოქტორ იან სტაფელის თქმით, „ელექტრონული ავტომობილის მიერ ჰაერის დაბინძურება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გათვალისწინებით, რომელიც ბატარეების წარმოების შედეგად გამოიყოფა, იმდენად დაბალია, რომ დიზელის და ბენზინის ექვივალენტები ახლოსაც ვერ მივა. ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, ელექტროენერგიის მოპოვების უფრო სუფთა და ეფექტური ხერხები გამოჩნდება, რაც დროთა განმავლობაში გამოყოფილი CO2-ის მაჩვენებელს კიდევ უფრო დაწევს. შიგაწვისკამერიან ძრავებს ნახშირორჟანგის შემცირების პოტენციალი ნაკლები აქვს.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები