კორონავირუსი აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ რბოლასაც შეეხო: Indy 500 გადაიდო
Indianapolis 500, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟული რბოლა, კორონავირუსის გამო 23 აგვისტომდე გადაიდო.
რბოლა Indianapolis Motor Speedway-ზე, სადაც წრის საშუალო სიჩქარე 370 კმ/სთ-ია, ტრადიციულად მაისის ბოლო კვირას ტარდება.
ეს არის კიდევ ერთი დიდი ღონისძიება, რომელსაც კორონავირუსმა ზიანი მიაყენა.
ფორმულა 1-ს პირველი რვა რბოლა გაუქმდა და ლე-მანის 24 საათი სექტემბრამდე გადაიდო.
Indy 500 ამერიკის ავტოსპორტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და 300 000 მაყურებელს იზიდავს. წელს ინტერესი გაზრდილია, რადგან ფორმულა 1-ს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მონაწილეობს.
38 წლის ესპანელი მრბოლელი წელს მესამედ ცდის ბედს და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოში მეორე ადამიანი იქნება, რომელმაც მონაკოს გრან პრი, ლე-მანი და Indy 500 მოიგო.
12-14 აგვისტოს Indy 500-ის პრაქტიკა ჩატარდება, 15-16 აგვისტოს კი კვალიფიკაცია.