როდესაც დასახმარებლად დარეკავთ ასეთ საბუქსირე ავტომობილს ინატრებთ
პოლონურმა კომპანიამ შეზღუდული რაოდენიბით წარმოებული Sprinter-ის საბუქსირე ავტომობილი გამოუშვა.
გასულ წელს Mercedes-Benz Sprinter-მა 25 წლის იუბილე აღნიშნა. პირველი მიკროავტობუსი 1995 წელს გამოვიდა და მან დაძველებული TN-ი ჩაანაცვლა. პოლონურმა კომპანია Kegger-მა კი Sprinter-ისთვის დაბადების დღის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა და სპეციალური გამოშვების საბუქსირე ავტომობილი შექმნა.
ის, რასაც გალერეაში ხედავთ, Mercedes-AMG-ს ოფიციალური პროექტი არ არის. ავტომობილი Kegger-ის მიერ ექსკლუზიურად, 25 წლის აღსანიშნავადაა გამოშვებული. სულ კი 25 ეგზემპლარი გამოვა.
სატვირთო, ევროპაში წარმოებული Sprinter-ის, ყველაზე მძლავრ ვერსიაზეა დაფუძნებული. 319 CDI-ს 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო-დიზელი ძრავა აქვს. რომელიც 190 ცხენის ძალასა და 440 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი 7-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან არის დაკავშირებული. სიმძლავრე კი უკანა ღერძზე გახლავთ მიმართული. ეს ის უიშვიათესი სატვირთოა, რომელიც პნევმატურ საკიდარზე მომუშავე დაკიდების სისტემით არის აღჭურვილი.
გადაიხედა ავტომობილის დიზაინერული მხარეც. წინ მას სრულიად ახალი ბამპერი დაუმონტაჟდა, რომელსაც უფრო დიდი საჰაეროები აქვს. გაუმჯობესდა წინა სატუჩე გამყოფიც. ცხაურა შავად შეღებეს, ხოლო 18-იან ალუმინის დისკებზე მწვრილი, კონტრასტული ღია ლურჯი ზოლი დაიტანეს.
სალონში საბუქსე ავტომობილთან შეუსაბამო კომფორტული ატმოსფერო დაგხვდებათ. კოკპიტზე ალკანტარაა გადაკრული. სალონის ყველა ძირითადი დეტალი მწვანე ნაქარგით არის შესრულებული. გაუმჯობესებულია ხმის იზოლაციაც და აუდიო სისტემაც. ამ ავტომობილში ერთი სამუშაო დღის გატარება არავის მოსწყინდება.
Sprinter Petronas Edition-ს უკან საბორტო პლატფორმა აქვს, რომელიც ორ დასაკეც პანდუსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ავტომობილს რამდენიმე დიდი ხელსაწყო მოყვება და სათავსო ადგილები გააჩნია.
Kegger-ი ამ სამუშაოს 147 300$-ად აფასებს.