ტოიოტა, ტოიოტა ჯითი86
Aa
Aa

ახალი თაობის Toyota GT86 2021 წელს გამოვა

„ტოიოტას“ პრეზენტაციიდან სურათმა გაჟონა. მასზე მეორე თაობის Toyota GT86 იყო გამოსახული, რომლის პრემიერაც შემდეგ ზაფხულს შედგება. 

როცა ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდება, ის უკანაწამყვანი იქნება და ტურბოკომპრესორი ექნება. 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Subaru -ს მარკითაც გამოვა. ეს ავტოკომპანიები სპორტული მანქანების ერთად განვითარებაზე შეთანხმდნენ.

ძრავის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ ხმები დადის, რომ მას BMW-ს ნაწილები ექნება.

თანამედროვე Toyota GT86-სა და Subaru BRZ-ს ორივეს 2.0-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 197 ცხენის ძალას აწარმოებს. 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. 0-100კმ/სთ-ამდე 7.6 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე 225კმ/სთ-ია.

Toyota და Subaru ელექტრო სუვის წარმოებაზეც შეთანხმდნენ. ეს სუვი Volkswagen ID.4-ისა და Tesla Model Y კონკურენტი იქნება. ესაქმიანი შეთანხმებები ამ ორ კომპანიას ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებს და მომავალში მათგან უფრო საინტერესო მოდელებს უნდა ველოდოთ. 

მსგავსი სიახლეები