მერსედესი, ტუნინგი, ეიემჯი, მერსედეს-ეიემჯი ა45 ესი
Aa
Aa

RaceChip-ის Mercedes-AMG A45 S-ს თითქმის 500 ც.ძ. აქვს

გერმანულმა ტიუნერმა 2-ლიტრიანი ტურბო ძრავისთვის ახალი ECU შეიუმუშავა.

2-ლიტრიანი ძრავისგან 415 ცხენის ძალის ამოღება AMG-ს ინჟინრების დიდი მიღწევაა. იმდენად ტექნოლოგიურად დახვეწილი ძრავაა, რომ ავტომობილის ძრავის სივრცეში ზედმეტი თავისუფალი ადგილი არ მოიპოვება. შესაბამისად ძრავაში ფიზიკურად ვერ ჩაერევით და ერთადერთი გამოსავალი „ჩიპ ტიუნინგია“.

გერმანულმა ტიუნინგ კომპანიამ RaceChip-მა Mercedes-AMG-ის ისედაც მძლავრი A45 S-ის გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა, რომელს 484 ცხენისძალა აქვს. 69 ცხენის ძალისა და 40 ნმ მაბრუნი მომენტის ნამატს კომპანიის მიერ შემუშავებული ახალი ECU განაპირობებს.

ახალი კომპიუტერის დაყენებას თქვენითაც შეძლებთ და ამისთვის 30-40 წუთი დაგჭირდებათ.

 განახლების ფასი ჯერ უცნობია, მაგრამ რა ფასიც არ უნდა იყოს, A45 S თავისი ტიუნინგით  „ფერარის“ ფასი მაინც არ დაგიჯდებათ, სამაგიეროდ 2-ლიტრიანი ტურბო ძრავას მქონე პატარა ჰეჩვექი Ferrari F430-ის ნაირად ძლიერია.

თუ 2-ლიტრიანი ტურბო ძრავას 415 ცხენისძალა შთამბეჭდავი იყო, 484 უკვე ისტერიკულ სიცილს იწვევს.  

მსგავსი სიახლეები