Aa Aa
17 აპრილი 2021  |  11:16

რომელ კომპანიებს აქვთ საქართველოში ავტობიზნესში ყველაზე მაღალი ბრუნვა?

ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვამ 2019 წელს 2.7 მლრდ ლარი (ფორმალური სექტორი) შეადგინა, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 3.9 მლრდ ლარამდე იზრდება. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.

მათივე შეფასებით, ავტომობილების ბიზნესში დიდია არაფორმალური აქტივობების წილი და ჩვენი შეფასებით, ფორმალური სექტორი საშუალოდ ბაზრის მხოლოდ 70%-ს მოიცავს.

„ჩვენი შეფასებით, 2019 წელს ავტომობილების ბიზნესში არაფორმალური აქტივობების ბრუნვამ 1.7 მლრდ ლარი შეადგინა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, ავტომობილების ბიზნესის არაფორმალური ნაწილი 45%-ით შემცირდა, უფრო მეტად, ვიდრე ფორმალური ნაწილი (-24% წ/წ), რადგან ავტომობილების და ავტონაწილების ბაზრობები დახურული იყო,“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ავტომობილებით ვაჭრობის ფორმალური სექტორის ბრუნვა ბაზრის მოთამაშეების მიხედვით კი, ასე გამოიყურება:

  • ტოიოტა კავკასია - 712 მლნ ლარი;
  • ჯი-თი მოტორსი - 163 მლნ ლარი;
  • ტოიოტა ცენტრი თეგეტა - 156 მლნ ლარი;
  • ტოიოტა ცენტრი თბილისი - 126 მლნ ლარი;
  • თეგეტა თრაქ ენდ ბას - 89 მლნ ლარი.

გაზიარება: