აუქციონი, პორშე 911, მდიდრული მანქანები, პორშე 911 კარერა ესი
Aa
Aa

სამადგილიანი Porsche 911 Carrera S ამერიკის ერთ-ერთ აუქციონზე გამოჩნდა

2008 წლის Porsche 911 Carrera S ავტომოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო მოდელია, მით უმეტეს, ასეთ კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა არ ვართ, მაგრამ ეს „პორშე“ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ჩვენს გვერდზე ყოფნას იმსახურებს. ეს მსოფლიოში ერთადერთი 3-ადგილიანი 911 Carrera S-ია, რომელსაც McLaren F1-ის მსგავსი სავარძლების განლაგება აქვს.

კონკრეტულად ამ ავტომობილს Centro 911 ჰქვია. მას 3-ადგილიანი განლაგება აქვს. რა თქმა უნდა, გადაკეთებულია და ამაზე ოჰაიოს შტატში მდებარე Trinity Motorsports Group-ი არის პასუხისმგებელი. მათ წინა სავარძელი ამოიღეს და მთლიანი მართვის მექანიზმი შუაში გადაიტანეს. ახალი მაჩვენებელთა დაფა კარბონისგანაა დამზადებული, თუმცა „პორშეს“ თავდაპირველი მაჩვენებლთა დაფის ნაწილებიც შენარჩუნებულია. ცენტრალური კონსოლი მარჯვენა მხარეს გადაიტანეს, სადაც გადაცემათა კოლოფის ახალი სახელური და განახლებული ინფორმაციულ-გასართობი სისტემა მოათავსეს.

გარდა ამ უჩვეულო მოდიფიკაციისა, ავტომობილი Sport Chrono Package Plus, Schnell მოკლე გადაცემებით და უამრავი სხვა საინტერესო დანამატით არის აღჭურვილი. 2008 წელს ამ ავტომობილის ფასი 110 000$-ს შეადგენდა.

ქარხნული 3,8-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავა ხელუხლებელი დარჩა. ავტომობილს 33 000 მილი (53 000 კმ) გარბენი აქვს. ეს ავტომობილი ტრეკზე სიარულისთვის არის გამზადებული, რაზეც სარბოლო ტიპის ტიტანის გამონაბოლქვის სისტემა ხაზს უსვამს.

ავტომობილი ნაავარიები არაა. ახლა Bring A Trailer-ის აუქციონზე ამ „პორშეს“ 22 300$ ფასი ადევს. აუქციონის ბოლომდე 2 დღეა დარჩენილი, ამიტომ შეიძლება უნიკალური „პორშეს“ შემდეგი ბედნიერი მფლობელი თქვენ გახდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები