90-იანები, ლოტუსი, ჯენერალ მოტორსი, როუდსტერი, ტურბო, სპორტული მოდელები, უკანა წამყვანი, ოპელი, სპიდსტერი, ეკოტეკი
Aa
Aa

Opel-ის იშვიათი მოდელი, რომელმაც დიდხანს ვერ იცოცხლა

90-იანი წლების მეორე ნახევარში General Motors-მა „ოპელის“ სამოდელო სიაში სპორტული მოდელების ნაკლებობის აღმოფხრვა დაისახა მიზნად. კომპანიამ ბრენდის იმიჯის გაზრდა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევდა, რომ „ოპელის“ სამოდელო სიაში მხოლოდ საოჯახო დანიშნულების მქონე მოდელები გამოიყენებოდა. ამისთვის ყველა დროის პოპულარული ძარის ტიპი, „როუდსტერი“ აარჩიეს.  მსოფლიოს ამგვარად Opel Speedster-ი მოევლინა.

მსგავსი ტიპის ავტომობილებთან მწირი გამოცდილების გამო, Opel-მა ბევრად გამოცდილ „ლოტუსს“ მიმართა, სწორედ მისი დახმარებით და დიდი ჩარევებით შეიქმნა არსებული მოდელი. იგი პირველად 1999 წლის ავტოშოუზე წარადგინეს და მისი მასიური წარმოება 2001 წელს დაიწყო.

Opel Speedster Turbo (2003-2005): Fahrbericht, Daten

Speedster-მა „ლოტუსისგან“ ძარის არქიტექტურა და აგრეგატების განლაგების სქემა მიიღო. მისი წონა ალუმინის შენადნობების და კარბონის დახმარებით საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა და სულ რაღაც 870 კილოგრამს შეადგენდა. Speedster-ში „ოპელის“ ყოვედღიური მოხმარების მოდელებში მეტად გავრცელებული ძრავა მოათავსეს. 2.2-ლიტრიანი“ეკოტეკის“ ძრავა აგრესიულობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 0-100 აჩქარებას 147-ცხენისძალიანი Speedster-ი 5.5 წამში ახერხებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ-ს შეადგენდა. მოგვიანებით მასში  იგივე მოცულობის ტურბო ძრავა განათავსეს, რომელიც 200 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და ძალის ნაკლებობას საერთოდ აღარ განიცდიდა. აღნიშნული ძრავა "ოპელის" სპორტული განყოფილების (OPC) მიერ იყო შემუშავებული. აღნიშნული მოდელი ყველაზე მეტად მართვის უნარებით იყო გამორჩეული, თუმცა მიუხედავად კარგი მონაცემებისა, მისი წარმოება მხოლოდ 5 წელს გაგრძელდა და შემდგომ პერიოდში Opel-ის მსგავსი მოდელი სამწუხაროდ აღარ გვინახავს.

Opel Speedster im Auto-Podcast: So macht Verzicht Spaß! | Leben & Wissen |  BILD.de

მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, Opel Speedster-მა თავისი დიდი პოტენციალის წარმოჩენა მაინც მოახერხა და დღემდე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მართვის მქონე ავტომობილად მიიჩნევა. 

 

ცხელი ამბები