Aa
Aa

ავტომაგისტრალზე ოჯახს წინ ავტომობილმა გადაუფრინა

ოჯახი მფრინავ ავტომობილს ძლივს გადაურჩა.

მაგისტრალზე გადაადგილება საკმაოდ საშიშია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ვინმე ავტომობილზე კონტროლს კარგავს და გზას უხვევს. არ ვიცით, რა მოხდა იმ შემთხვევამდე, რაც ვიდეოში ჩანს. თუმცა, რაღაც ვერსია არსებობს.

ვიდეოში ჩანს, როგორ მოფრინავს ავტომობილი. იმ ტრასაზე მოძრავი ავტომობილები შემთხვევას გადაურჩა. საბედნიეროდ, ქალი, რომელიც მფრინავი ავტომობილის საჭესთან იჯდა, სასწაულებრივად გადარჩა.  

სათვალთვალო კამერების მიხედვით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. როგორც ჩანს, მარცხენა მხარეს მკვეთრ მოსახვევში მძღოლმა შესვლა ვეღარ შეძლო და მთელს ესტაკადას გადაუფრინა.

ოჯახმა, რომელსაც წინ ავტომობილმა გადაუფრინა, 911-ში მაშინვე დარეკა. მძღოლი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილი კი მთლიანად განადგურდა.

საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა. ავარიის მიზეზს კი უკვე კალიფორნიის პოლიცია დაადგენს.

მსგავსი სიახლეები