ტუნინგი, სპორტქარი, შევროლეტ კორვეტი, ვი 8, შევროლე კორვეტი
Aa
Aa

თქვენს წინაშეა C5 Corvette-ი, რომელსაც უკან ორი V8 აქვს დამაგრებული

Monterey Car Week-მა სტარტი აიღო და უკვე ისეთი საინტერესო ავტომობილები გამოჩნდა, რომლის მსგავსებიც არასდროს გვინახავს. დიდი ყურადღება დაიმსახურა Oversteer-ის Axis-მა. ეს გორდონ ტრონსონის GT-55C „ჰოთროდერია“, იგივე „SuperSuper Car-ი“. მისი დებიუტი გასულ კვირას Reno-ზე შედგა და ის ნამდვილი ველურია. ავტომობილი 2001 წლის Corvette-ზეა დაფუძნებული, ხოლო უკან ორი კომპრესორიანი GM LT4 V8 გვერდიგვერდ აქვს ჩადგმული.

თითოეული აგრეგატი, სავარაუდოდ, 600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს და ჯამში მისი სიმძლავრე 1300 ცხენისძალამდე უნდა იყოს. წინა მაშუქები ძველი Genesis 80-დანაა აღებული. წინა და უკანა დისკებზე კი Pirelli P-Zero-ებია გადაკრული - ზუსტად ის რეზინები, რომელიც Ferrari F40-ზე გვხვდება.

ამ ავტომობილის შესახებ საავტომობილო კვირეულზე ბევრი ინფორმაცია არ გავრცელებულა. შესაბამისად, დამატებითი დეტალების გასაჯაროების შემდგომ სრულ მონაცემებს აუცილებლად მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები