ვიდეო: ათეულობით ავტომობილი კომოს ტბაშია ჩაძირული
კომოს ტბა ლომბარდიის რეგიონში, იტალიაში მდებარეობს და ის ავტომობილების ნამდვილი სასაფლაოა. როგორც ჩანს, იტალიელებს, ამერიკელების მსგავსად, ავტომობილების ტბაში გადაყრა უყვართ. ამ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით ავტომობილი წყალშია ჩაძირული, რაც სამწუხარო, მაგრამ შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.

რთულია იმის თქმა, რას ვხედავთ ვიდეოში კონკრეტულად. ავტომობილების დიდი ნაწილი სახურავით დევს. მათგან დიდი ნაწილი Fiat-ებია. Lamborghini, Ferrari ან Maserati რომ ყოფილიყო, ბევრად საწყენი იქნებოდა, მაგრამ ეს სანახაობაც საკმაოდ სევდიანია.
წყლიდან ამოტანილი და შეკეთებული ბევრი ავტომობილი გვინახავს, თუმცა, ეს ამად უნდა ღირდეს. ავტომობილი ძვირადღირებული ან იშვიათი უნდა იყოს. ან მასთან ვინმეს განსაკუთრებული ემოციური კავშირი უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში კი ამოსაყვანად ხარჯის გაწევა არაადეკვატურია ან სადაზღვევო თაღლითობაა.
