Aa Aa
13 სექტემბერი 2021  |  12:27

არიზონას პოლიციის დეპარტამენტმა ორი Dodge Challenger-ი შეიძინა

Prescott Valley PD-სგან გაქცევა კანონდამრღვევებს გაუჭირდებათ.

ბოლო დროს სწრაფი ავტომობილები პოლიციის დეპარტამენტებში სულ უფრო ხშირად ხვდება. ამისი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბების და პოლიციისგან გაქცევის მოყვარულთა გასაოგნებლადაა. არიზონას პოლიციის დეპარტამენტმა კი არც მეტი, არც ნაკლები, ორი Dodge Challenger R/T შეიძინა.

ადვილად შესამჩნევად, მას პოლიციის სრულ აღჭურვილობას დაუმატებენ. ამ ავტომობილებს მხოლოდ „აგრესიული და განსაკუთრებით საფრთხისშემცველი მართვადობის დროს“ გამოიყენებენ. ორივე ავტომობილი საგზაო წესრიგის დამყარებაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

პოლიციის დეპარტამენტი ამ გადაწყვეტილებამდე აგრესიული მართვადობისა და სიჩქარის გადაჭარბების გაზრდილმა შემთხვევებმა მიიყვანა. მათი სტატისტიკა ამტკიცებს, რომ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები 290%-ით გაიზარდა!

რასთან დაპირისპირება მოუწევთ სიჩქარის გადაჭარბების მოყვარულებს? Challenger R/T-ს 5.7-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 375 ცხენის ძალას და 542ნმ-ს გამოიმუშავებს. ასე რომ, კანონდამრღვევებს მისგან გაქცევა ნამდვილად გაუჭირდებათ.

გაზიარება: