დაუდევარი მძღოლი, კვლევა, ურჩი მძღოლი, ბიემვი, ბეემვე
Aa
Aa

ფსიქოპათი მძღოლები უმეტესწილად BMW-ს მართავენ - კვლევა

აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილების მფლობელებს ფსიქოპათიის უფრო მაღალი გამოვლინება აქვთ, ვიდრე ჰიბრიდის, ბენზინის ან დიზელის ძრავიანი მანქანების მძღოლებს.

Scrap Car Comparison-ის კვლევის მიხედვით, BMW-ს მძღოლები, ალბათურად, უფრო მეტად არიან ფსიქოპათები, ვიდრე სხვა ნებისმიერი ბრენდის ავტომობილის მძღოლები.

„ფსიქოპათიის ტესტის“ კვლევამ 2 000 მძღოლი მოიცვა, რომლებიც სხვადასხვა მარკის მოდელებს მართავდნენ. ეს ყველაფერი 12-კითხვიანი ტესტით ჩატარდა, რომელიც პიროვნების ფსიქოპათიის ხარისხს შკალაზე განსაზღვრავდა.

შედეგად, BMW-ს მძღოლებმა საშუალოდ 36 ქულიან ტესტში, ყველაზე მაღალი, 12.1 ქულა დააგროვეს. ამ მონაცემთან საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა Audi-ს მძღოლების საშუალო მაჩვენებელი - 11.7. რიგით მესამე გახლდათ Fiat-ის მძღოლები, რომელთა საშუალო ქულამაც 7-ს შეადგინა. საინტერესოა ისიც, რომ ტესტში ყველაზე დაბალი შედეგი Skoda-ს მძღოლებმა აჩვენეს.

მოულოდნელი აღმოჩნდა ელექტრომობილების მძღოლების ქულებიც - 36-დან 16 - რაც BMW-ს მძღოლებზე გაცილებით მეტია. ხოლო პიროვნებები, რომლებიც ოქროსფერ ავტომობილებს ან სპეციალური შეკვეთით დამზადებულ სანომრე ნიშნებს იყენებდნენ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს.

რით აიხსნება ამგვარი შედეგი? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები