Toyota-Mazda-ს ახალი ქარხნის გახსნა კორონავირუსის გამო გადაიდო
ამ ორ კომპანიას ალაბამას ქარხანაში $1.6 მილიარდი აქვს დაბანდებული.
2017 წელს Toyota და Mazda პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. 2018 წელს კი გადაწყვიტეს, რომ ამერიკაში ქარხანას გახსნიდნენ. გეგმის მიხედვით 2021 წელს თითოეულს 150 000 კროსოვერი უნდა ეწარმოებინა. კორონავირუსის გამო, ქარხნის გახსნის ცერემონია გადაიდება.
წარმოება ალაბამას ქარხანაში მინიმუმ 5.5 თვით გადაიდება და უფრო სავარაუდოა, რომ 2021 წელს დაიწყება.
„9 აპრილს ადგილობრივ მთავრობას შევატყობინეთ, რომ ვირუსის გამო საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას დროულად ვერ ვახერხებთ და წარმოების შენელება გვიწევს. შედეგად, მოგვიწევს Mazda Toyota Manufacturing-ის ქარხანა 2021 წელს გავხსნათ. ამ პროექტის გაგრძელება ძალიან გვინდა და ყველა აქციონერის თანადგომას ვაფასებთ“.- ნათქვამია Mazda Toyota Manufacturing-ის ოფიციალურ განცხადებაში.
სოციალური დისტანცირების გამო შტატში წარმოება სულ მცირე რამდენიმე კვირითაა შეწყვეტილი. Mazda-სა და Toyota-ს $1.6 მილიარდი აქვს დაბანდებული. მათი გეგმა 4 000 თანამშრომლის დაქირავებაა. ეს ამერიკაში Toyota-ს მეთერთმეტე ქარხანა იქნება.