ავტომწარმოებლები კორონავირუსის წინააღმდეგ კრიზისის ფონზე იბრძვიან
კრიზის პირობებში ავტომწარმოებლები სხვადასხვა საჭირო ზომას მიმართვას.
მსოფლიოს მასშტაბით ავტომწარმოებლების ბევრმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეწყვიტა. გაყიდვები შეჩერდა და დაეცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოშოუები და რბოლები გაუქმდა ან გადაიდო. ბევრი კომპანია კრიზის პირასაა. მათ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა გზა გამონახეს.
Daimler და Suzuki უნგრეთში წარმოებას გააგრძელებენ. ქვეყნის ეკონომიკა ავტოწარმოებაზეა დამყარებული. კომპანიის გადასარჩენად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ნაწილი კვლავ ჩაკეტილია, წარმოებას ნელ-ნელა Audi-ც დაუბრუნდება. კომპანიამ გადაწყვიტა, იმ ადგილებისთვის 5 მილიონი ევრო გამოყოს, სადაც მათი ქარხნებია, მაგალითად უნგრეთსა და ბელგიაში. ამასთან, 600 000 ევრო ინგოლშტადის საავადმყოფოს გადასცეს.
Ferrari-მ მარანელოს ქარხნის გახსნა, მთავრობის მითითებების გამო, 3 მაისამდე გადადო. ანიელის ოჯახი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. მათ, ფულად დახმარებასთან ერთად, 150 სასუნთქი აპარატი გაიღეს.
Lamborghini-ს ქარხანაში სამედიცინო ნიღბები იკერება და ფარები მზადდება, რომლებიც საავადმყოფოებს გადაეცემა.
ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში Ford-იც ჩართულია. Fiat Chrysler Automobiles-ი თვეში მილიონზე მეტ ნიღაბს ამზადებს, რომლებიც საავადმყოფოებს გადაეცემა. General Motors-მა საკუთარ თავზე სასუნთქი აპარატების წარმოება აიღო.
Mercedes F1-ის გუნდმა ახალი სასუნთქი მოწყობილობა განავითარა. მათი გამოცდა მალე დაიწყება. მთავრობამ ბრიტანეთში არსებულ 7 გუნდს 10 000 სასუნთქი აპარატის აწყობის შეკვეთა მისცა.
Volkswagen-ი თავის თანამშრომლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად უშვებს და მათ 15 დღის ანაზღაურებას გადაუხდის. კომპანიამ ასევე £35 მილიონი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის ჩინეთიდან გერმანიამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო.
რა თქმა უნდა, ეს სრული სია არ არის და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ბევრი ავტომწარმოებელია ჩართული. ისინი, რაც დრო გადის, უფრო დიდ ფინანსურ ზარალს ნახულობენ და მათი დიდი ნაწილი შესაძლოა კრიზისშიც აღმოჩნდეს. ამ რთულ მგომარეობაში სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ გაერთიანდნენ ისინი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.