Aa Aa
26 ოქტომბერი 2022  |  10:24

მსოფლიოში ყველაზე უცნაური ავტომობილების კოლექცია

ამ უცნაური ქმნილების დებიუტი 2019 წლის დასაწყისში შედგა და ის მსოფლიოში ყველაზე დიდი სუვია.

Oshkosh M1075-ის ქვედა ნაწილი 10-ბორბლიანი ყველგანმავალი სატვირთოა, რომელიც ამერიკულ არმიაში გამოიყენება. ზედა ნაწილში კი Jeep Wrangler-ია. ძრავა 15.2-ლიტრიანია, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიგრძე 10.8 მეტრია, სიმაღლე კი 3.2 მეტრი. წინა მაშუქები Ford F-Series Super Duty-სგანაა. უკანა მაშუქები - Dodge Dart-ისგან.

მისი მფლობელი შეიხი ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაიანია. ის უბრალოდ მილიარდერი არაა. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრია. მას „ცისარტყელა შეიხს“ უწოდებენ. მან აბუ დაბის ერთ-ერთ კუნძულზე არხებით თავისი სახელი დააწერინა.

გიგანტური სუვი სახელად Dhabiyan-იანი მის კოლექციაში ერთადერთი უცნაური ავტომობილი არ არის.

შეიხის ქონების ღირებულება $20 მილიარდია. ალბათ მის კოლექციაში უამრავი მძლავრი სუპერქარის ხილვას ელოდებით. სინამდვილეში, ეს ავტომობილებს ყველაზე უცნაური მუზეუმია, რაც კი როდისმე გინახავთ. დღეს ჩვენ ამ მუზეუმში თქვენი გიდი ვიქნებით.

გიგანტური Land Rover-

Emirates National Auto Museum-ი აბუ დაბის ცენტრიდან 1 საათის სავალზე, პირამიდის ფორმის შენობაშია. ქალაქის დატოვების შემდეგ უდაბნოს გასწვრივ სწორ გზებზე უნდა იაროთ. მუზეუმთან მიახლოებას გიგანტური ავტომობილი გამცნობთ, რომელიც Land Rover Series 3-ის რეპლიკაა. მასთან შედარებით Nissan Patrol-იც კი მინიატურულია.

გიგანტური Jeep

სახლის ზომის კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც მუზეუმში დგას, Willys Jeep-ის რეპლიკაა. მძღოლის მხარეს ნიჩაბი და ნაჯახი დევს. ამ ავტომობილს გადაადგილება უჭირს, თუმცა, ცხაურას უკან დამალული ადგილიდან იმართება. ის ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე სტანდარტული ზომის Willys-ი. გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც Jeep-ის მსოფლიოში ყველაზე დიდი რეპლიკა.

Mercedes-Benz W116 მონსტრი სატვირთო

შეიხი თავის ყველაზე გიჟურ წარმოდგენებს რეალობად აქცევს ხოლმე. ეს არის Mercedes-Benz W116, რომელიც მონსტრ სატვირთოდაა გადაკეთებული და მუზეუმის წინ დგას. ის მოხმარებისთვის არის შექმნილი, მაგრამ დიდი ხანია საჭე არავის დაუტრიალებია.

Mercedes-Benz R107 SL

ჰამად ბინ ჰამდანს ცისარტყელას ფერები უყვარს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ცისარტყელა შეიხს“. მის კოლექციაში ეს ფერები რამდენიმე ავტომობილზეა დატანილი. მათ შორის, R107 თაობის Mercedes-Benz SL-ზე. თითოეული ქრომირებული ნაწილი მოოქროვილია.

Mercedes-Benz 500SEC Styling Garage-ისგან

ჰამბურგში დაფუძნებულმა ატელიე Styling Garage-მა ეს ავტომობილი 1983 წელს გარდაქმნა. მოდიფიკაციები თვლების თაღების გაფართოებას, ბამპერების დამატებას და თოლიის ფრთის ფორმის კარების დაყენებას მოიცავდა.

ატელიემ ცვლილებები სალონშიც შეიტანა. თეთრი საჭე AMG-სგანაა. სავარლები თავიდანაა შეფუთული. მონაცემთა დაფაზე წითელი აქცენტებია. სიჩქარეების გადამრთველი ხისაა და შავარდენის ფორმა აქვს.

Mercedes-Benz 600

Mercedes-Benz-მა 600 ლიმუზინი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის შექმნა. გასაკვირი არაა, რომ ის შეიხის კოლექციაში მოხვდა. მის გარდა, ამ ავტომობილს დევიდ ბოუი, კოკო შანელი, ლეონიდ ბრეჟნევი, მაო ძედუნი და სადამ ჰუსეინიც ფლობდნენ.

1977 წელს გამოსული ავტომობილი თვლების მოკლებაზიანი ვერსიაა. შიგნიდანაც და გარედანაც იდეალურ მდგომარეობაშია.

Mercedes-Benz 500 SEL

შეიხმა 7 Mercedes-Benz W126 შეიძინა. თითოეული მათგანი ცისარტყელას ფერის თითო ფერში შეღება და სალონის ფერიც შეუხამა. თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ფერს, შვიდივე ავტომობილი აბსოლუტურად იდენტურია. ყველა მათგანს 500SEL-ის V8 ძრავა აქვს.

Mercedes-Benz 1001 SEL

Mercedes-Benz-ს მოდელი სახელად 1001SEL არასდროს შეუქმნია. ეს Gemballa-მ გააკეთა. ატელიემ 500SEL-ს ოქროს დეტალები დაუმატა. სალონში ტყავის საფარი, ტელევიზორი და ფარდებია. მსგავსი სამუშაოები სხვა ტიუნინგ ატელიეებსაც ჩაუტარებია, თუმცა, მოდიფიკაციების ფასი დონორი ავტომობილისას უტოლდება.

Citroën DS

Citroën DS – ეს არის ავტომობილი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა საავტომობილო მუზეუმში შეხვდებით. ეს შეიხის კოლექციაში იშვიათი ფრანგული ავტომობილია. მან უფრო გვიანი, საწვავის შეფრქვევიანი მოდელი აირჩია, რომელიც თავისი წინაპრის გვერდით Traction Avant-თან დგას.

Teilhol Tangara

ეს ავტომობილი საფრანგეთშიც კი იშვიათია. Teilhol Tangara Citroën 2CV-ზე დაფუძნებული სანაპიროს ავტომობილი იყო. ის 1987 წელს გამოვიდა. შეიხის კოლექციაში იშვიათი ოთხივეწამყვანი ეგზემპლარია.

Teilhol-მა შედარებით გვიანი მოდელები AX-ის 4-ცილინდრიანი ძრავებით აღჭურვა. ავტომობილის წარმოება 1990 წელს დასრულდა, როცა კომპანია გაკოტრდა.

Fiat 500

ამ ავტომობილის სტიკერები გვეუბნება, რომ მან იტალიურ ქალაქ ტრევისოში, ვენეციასთან ახლოს დიდი დრო გაატარა. თვდაპირველად, ის ნარინჯისფრად იყო შეღებილი. არ ვიცით, როდის მოხვდა შეიხის კოლექციაში, თუმცა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ცისარტელის ფერებში გაერთიანებულ საამიროებში შეღებეს.

Mini Moke

შეიხს კოლექციაში Mini-ს რამდენიმე ვერსია ჰყავს და ცისარტყელას თემაში არც ერთი მათგანია. ეს Moke თითქმის სულ ახალია. სავარძლები ჯერ კიდევ შეფუთულია. წინა მაშუქები ყვითელია. კოლექციაში იტალიაში აწყობილი Innocenti-ს იარლიყიანი Mini Cooper-იცაა. სიაში ბოლო მოდელი Rover Mini კაბრიოლეტი და პირველი თაობის BMW Mini-ცაა.

Erad Junior

ფრანგულმა მინიავტომობილების მწარმოებელმა Erad-მა Junior-ი 1988 წელს გამოუშვა. ეს ავტომობილი Smart ForTwo-ზე პატარაა. მისი მართვა მოწმობის გარეშე იყო დასაშვები. Erad-მა ავტომობილს Peugeot 205-ს მაშუქები დაუყენა. ამ ავტომობილის საქარე მინა და გვერდითა შუშები ერთიანად იწევა მაღლა.

Erad-მა Junior-ის რამდენიმე ეგზემპლარი ააწყო. მათგან მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი. შეიხს კი გაუმართლა, რომ ეს ავტომობილი მის კოლექციაში აღმოჩნდა.

Honda N600

N ის ავტომობილია, რომელმაც Honda-ს თავის დამკვიდრების საშუალება მისცა. მისი გაყიდვები 1967 წელს დაიწყო. თავდაპირველად N360 გამოდიოდა, რომელსაც 360 კუბატურის 2-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. Honda-მ 600კუბატურის ძრავა ააწყო, რომელიც ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში გადიოდა. ეს ავტომობილი პატარა და სუსტი იყო, მაგრამ გზა ისეთ მოდელებს გაუკვალა, როგორებიცაCivic-ი და Accord-.

Subaru 360

ფაქტობრივად, Subaru-ს ყველა მოდელი სათავეს 360-დან იღებს. ეს ავტომობილი იაპონიის Kei ავტომობილების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ავტომობილმა სახელი 360 კუბატურის 2-ცილინდრიანი ძრავას გამო მიიღო, რომელიც მგზავრის სავარძლის უკანაა მოთავსებული. ეს ერთ-ერთია იმ ავტომობილთაგან, რომელმაც იაპონია ბორბლებზე შეაყენა.

360-ის გაყიდვები 195 წელს დაიწყო. 10 წლის შემდეგ მალკოლმ ბრიკლინმა Subaru of America დააარსა და ამ ავტომობილის იმპორტირება დაიწყო. ის უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და ამერიკის ბაზარზე ყველაზე არასაიმედო ავტომობილის წოდებაც დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე საკმაოდ წარმატებით იყიდებოდა. ეს მისმა დაბალმა ფასმა განაპირობა. შეიხის 360 კალიფორნიიდანაა ჩამოყვანილი.

Daihatsu Midget II

Daihatsu Midget II იაპონური სტანდარტებითაც პატარა და ვიწროა. მისი დებიუტი 1996 წელს შედგა. ის ბევრი კონფიგურაციით იყო ხელმისაწვდომი. Midget II-ის შეძენა შესაძლებელი იყო, როგორც 2-ადგილიანი, ასევე 1-ადგილიანი კონფიგურაციით. გამოდიოდა ოთხივეწამყვანი ვერსიაც და ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. მძღოლის ადგილი 3-ცილინდრიანი ძრავას ზემოთ იყო. ამგავრმა გადაწყვეტამ Daihatsu-ს პიკაპის შექმნაში დაეხმარა, რომელიც Ford F-150-ის საბარგულზე ეტევა.

Toyota Crown

ექსპორტის დოკუმენტები უკანა შუშაზეა მიკრული, რომლის თანახმადაც 1971 წლის Toyota Crown Super Deluxe ბელგიიდანაა ჩამოყვანილი. ავტომობილს ნაკაწრები აქვს და მცირედი ჟანგიც ეტყობა. წინა ბამპერი ცოტათი გაღუნულია. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს ხშირად იყენებდნენ.

Nissan Cedric

ეს 1999 წლის Nissan Cedric-ი კი ისე გამოიყურება, თითქოს მის საჭესთან არასდროს არავინ მჯდარა. ეს არის დიდი, 4-კარიანი ავტომობილი, რომელსაც კლასიკურობის საკმაო დოზაც აქვს. ეს მარცხენასაჭიანი ეგზემპლარია. რაც იმაზე მეტყველებს, რომ იაპონიიდანაა ჩამოყვანილი, მაგრამ, როგორ აღმოჩნდა შეიხის კოლექციაში ეს ჯერ კიდევ არ ვიცით.

Datsun 280ZX

მუზეუმში რამდენიმე იაპონური ავტომობილია. მათ შორის, კარგად შენახული Datsun 280ZX-იც. ის ერთ-ერთი ბოლოს გამოსული მოდელია. სალონი კი იმაზე მიუთითებს, რომ ის ხაზში საუკეთესოდ აღჭურვილი ვერსიაა. 280ZX მუზეუმში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოხვდა.

Ford Crown Victoria

გალფის ქვეყნებში უფრო მეტი Ford Crown Victoria არის დარეგისტრირებული, ვიდრე ნიუ იორკ სიტიში. შეიხს ასეთი ორი ავტომობილი ჰყავს. პირველი მათგანი ტაქსია ლოს ანჯელესიდან, მეორე კი საპატრულო პოლიციის ავტომობილი იყო.

Pontiac Firebird Trans Am

მესამე თაობის ეს Pontiac Firebird Trans Am ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის მასლქარებიდან, რომლებიც მუზეუმშია თავმოყრილი. ის საუკეთესო მდგომარეობაშია. ის ამერიკიდან ჩამოიყვანეს. მის უკან დრეგისთვის გამზადებული კიდევ ერთი მასლქარი Chevrolet Nova დგას.

ზარმაზარი Dodge Power Wagon

სატვირთოები და სუვები შეიხის მუზეუმში მრავლადაა. ყველაზე შთამბეჭდავი Dodge Power Wagon-ის გიგანტური რეპლიკაა. ეს ის მოდელია, რომელსაც 1950-იანებში გაერთიანებული საამიროების უდაბნოში ხშირად ნახავდით. ის იმხელაა, რომ მის ქვეშ 1980-იანების Chevrolet-ის პიკაპი თავსდება. მიუხედავად ამისა, მას საკუთარი ბორბლებით გადაადგილება შეუძლია.

Willys Jeep

Willys Jeep-ზე მტვერი იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილი დიდიხანია, ადგილიდან არ დაძრულა. ის სხვა ამერიკულ ავტომობილებთან ერთადაა მოთავსებული. მუზეუმის ეს ნაწილი თითქმის ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიხს სხვა უცნაური ავტომობილებისთვის ჯერ კიდევ აქვს ადგილი.

Jeep Grand Wagoneer

Jeep Grand Wagoneer-ი მისი მემკვიდრის, პირველი თაობის Grand Cherokee-ის გვერდითაა გაჩერებული. ამ მოდელს ბევრი პირველ მდიდრულ სუვს უწოდებს. Grand Wagoneer-ების დიდი ნაწილი უკვე დაჟანგდა. ასეთ კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარი კი იშვიათად თუ შეგხვდებათ.

რეტრო სტილის Ford F-250

კიდევ ერთი საინტერესო ქმნილება შეიხის მუზეუმში 2010 წლის Ford F-250-ია. არაბულმა ატელიემ ისე გადააკეთა, რომ 1966 წლის F-Series ჰგავდეს. ცხაურა და წინა მაშუქები 60-იანებიდანაა. საბარგულიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის აწყობილს ჰგავს.

Nissan Patrol

Nissan Patrol-ი გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუვია. მეოთხე თაობის, თვლების გრძელბაზიანი მოდელი შეიხისთვის საყვარელ ცისარტყელას ზოლებშია. მისი საუკეთესო მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ ამ ავტომობილს უფრო მსვლელობებისთვის იყენებდნენ, ვიდრე უდაბნოში გზის გასაკვლევად.

Suzuki Jimny

ბევრი ავტომოყვარული გალფის ქვეყნებში დიდი ზომის სუვების მართვას ამჯობინებენ. ისეთების, როგორებიცაა Nissan Patrol-ი, Toyota Land Cruiser-ი და Chevrolet Suburban-. Suzuki Jimny მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, არ შედის. თუმცა, ავტომოყვარულების გულებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მუზეუმში ამ პატარა სუვის ყველა თაობას შეხვდებით, მათ შორის, პირველი თაობისას, რომელსაც სურათზე ხედავთ.

Suzuki Jimny

Suzuki-ს მესამე თაობის Jimny დასაკეცი საქარე მინით არასდროს გამოუშვია. ეს მოდიფიკაცია ავტომობილს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთმა კომპანიამ გაუკეთა. Jimny-მ სახურავი და კარებიც დაკარგა. წინ კი საბუქსირო ძელი აქვს დამატებული.

Zamyad Z24

Zamyad Z24 Nissan Junior პიკაპია, რომელიც სპეციალური ლიცენზიით თეირანში აიწყო. 1970 წელს Nissan-მა მესამე თაობის Junior-ი გამოუშვა და 1982 წელს მისი წარმოება შეწყვიტა, თუმცა, ეს ავტომობილი ირანში ჯერ კიდევ იწყობა. შეიხის მუზეუმში საწვავის შეფრქვევიანი მოდელია მოთავსებული.

Mercedes-Benz G-Class

ამ ავტომობილის მოხატულობა ერთადერთი იშვიათობა არ არის, რაც ამ G-Class-ს აქვს. მასზე რამდენიმე საყვირს, კაპოტზე მისამაგრებელ გისოსებს და უკან ცისტერნების საკიდსაც ნახავთ. ამ კოლექციაში ბევრი სხვა ავტომობილისგან განსხვავებით, G-CLass-ს უგზოობაში სიარულის კვალი ნამდვილად ეტყობა.

გაზიარება: