90-იანები, მაკლარენ ეფ1, სუბარუ, იაპონური კლასიკა, ჯორჯეტო ჯუჯარო, ოპოზიტური ძრავა
Aa
Aa

Subaru SVX - განსხვავებული ხედვა

1989 წელს ტოკიოს აუტოშოუზე Subaru-მ  კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ფუტურისტული მოდელი წარადგინა და მას SVX-ი უწოდა.

 1993 Subaru SVX for sale on BaT Auctions - sold for $8,108 on July 15, 2019  (Lot #20,894) | Bring a Trailer

ეს მოდელი ყველა სხვა დანარჩენებთან შედარებით განსხვავებული იყო. ავტომობილის იდეა სრულფასოვანი და კომფორტული „კუპეს“ შექმნა იყო, რომელიც დიზაინით განსხვავებული იქნებოდა. კომპანიამ დიზაინის შექმნაზე ცნობილ იტალიელ დიზაინერს Giorgetto Giugiaro-ს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, „სუბარუმ“ თავისი მომავლის ხედვა წარმოადგინა - სუბარუს ტრადიციული „ოპოზიტური“ ძრავა, რომელიც 6-ცილინდრიანი 3.3 ლიტრი მოცულობის იყო და 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძრავა ატმოსფერული იყო და 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იყო დაკავშირებული, რომელიც მაბრუნ ძალას ოთხივე საბურავზე ანაწილებდა. ალბათ გაგიკვირდათ მსგავს ავტომობილში ავტომატური გადაცემათა კოლოფი?! თუმცა აქვე გეტყვით, რომ ეს არ იყო სპორტული ხასიათის მანქანა, იგი უბრალოდ კომფორტული Grand Tourer-ი იყო.

 1992-1997 Subaru SVX Collectible Classic %%sep%% %%sitename%%

ავტომობილის ზედა ნაწილი თვითმფრინავის კაბინას ძალიან წააგავდა, რის გამოც ინტერიერი საკმაოდ უჩვეულო იყო. თუმცა სხვა მანქანებისგან ყველაზე მეტად ორად გაყოფილი გვერდითა შუშები გამოარჩევდა. ზუსტად ისე, როგორ Mclaren F1-ს ჰქონდა. ეს გადაწყვეტილებაც Giugiaro-ს ეკუთვნოდა. გვერდითა შუშის მხოლოდ მეორე ნახევრები მოძრაობდა, რაც მალევე ამ მოდელის სავიზიტო ბარათი გახდა.

აღნიშნული მოდელი თითქმის 6 წელი იწარმოებოდა და მიუხედავად ამ ხანგრძლივი პერიოდისა სულ რაღაც 24 379 ერთეული იყო წარმოებული, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა. თავისი განსხვავებული დიზაინის და აგრეგატების მიუხედავად Subaru SVX-მა ვერ დაიმკვიდრა ადგილი ისეთ Grand Tourer-ის გვერდით, როგორიც Toyota Soarer-ი იყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები