მამაკაცი კორონავირუსისგან გაქცევის დროს გააჩერეს
პოლიციამ მამაკაცი ბრიტანეთში 210 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისთვის გააჩერა.
ლონდონში სიჩქარის გადაჭარბების გამო მამაკაცი პოლიციამ გააჩერა. ის დაახლოებით 210კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. მიზეზი, რომელიც მძღოლმა დაასახელა, ერთდროულად სასაცილოც არის და სატირალიც.
გაჩერების შემდეგ კითხეს, თუ რატომ გადააჭარბა სისწრაფეს. მან კი მთელი სერიოზულობით უპასუხა, რომ ეგონა, რაც უფრო სწრაფად ივლიდა, კორონავირუსი ნაკლებად დაეწეოდა. რა თქმა უნდა, ეს არგუმენტი პოლიციისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
ამ ბოლო დროს ბრიტანეთში სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები გაიზარდა. სოციალური დისტანციის გამო, გზები თითქმის ცარიელია და კანონდამრღვევები ცდუნებას ვერ უძლებენ.
დარღვევევის წახალისებაში ნუ ჩაგვითვლით, მაგრამ ამ კაცის მართვის უნარების შესაქებად უნდა ითქვას, რომ იმ გზაზე, სადაც ის დააკავეს, 5კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარული უკვე მიღწევაა.
სიჩქარის გადაჭარბება ერთადერთი პრობლემა არ არის. რამდენიმე ადამიანი არამიზნობრივ გადაადგილებაზეც შენიშნეს.
მაგალითად, ერთი თვის წინ, სიჩქარის გადაჭარბების გამო, მამაკაცი გააჩერეს, რომელსაც სახლში Ebay-დან გამოწერილი ფანჯრები მიჰქონდა. უკანა სავარძელზე შუშების გამო, ცოლს მანქანაში ადგილი აღარ დარჩა და საბარგულლში „ჩასვა“.