ქველმოქმედება, როლს-როის ფანტომი, შევროლე კორვეტი, კორონავირუსის პანდემია
Aa
Aa

ცნობილი ადამიანები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდებიან

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 2,484,314 შემთხვევაა დაფიქსირებული. მან 170,501 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 792,938 დადასტურებული შემთხვევაა. ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვების დაწესება დააგვიანა, რამაც მსოფლიო ამ კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ადამიანი ფრონტის წინა ხაზზეა. ახალი გამოწვევა, სახელად All In Challenge, მიზნად ისახავს მუსიკის, სპორტის და სხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანების გაერთიანებას მათ გარშემო, ვისაც ახლა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.  

ფონდში შენატანი ცნობილი ადამიანების კოლექციიდან ძალიან ძვირადღირებულ ნივთებს მოიცავს. მაგალითად, New York Giants-ის ყოფილმა ქუოტერბეკმა ელი მენინგმა, 2011 წლის Chevrolet Corvette გააჩუქა. ის აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხმა All In Challenge ფონდში გადაირიცხება. საწყისი ფასია $110,000.

მიკ მილსმა თავისი 2018 წლის Rolls-Royce Phantom-ი დათმო. ფილადელფიელი რეპერისა და სიმღერების ავტორისთვის ეს მანქანა შთაგონების, წარმატებისა და დიდი შრომის სიმბოლო იყო. საწყისი ფასია $200,000.

All In Challenge მაიკლ რუბინმა, ალან ტიშმა და გარი ვეინერჩაკმა შექმნეს. მიზანი კორონავირუსით დაზარელებულთა დახმარება იყო. მათ უკვე $9,035,050-ის შეგროვება შეძლეს.  

 

მსგავსი სიახლეები