ჰიუნდაი, ჰიუნდაი ველოსტერი, ტურბინიანი ძრავა
Aa
Aa

Hyundai Veloster N-ის ახალი ტურბო ძრავა

ერთ-ერთ კორეულ ავტო-ბლოგზე ახალი Hyundai Veloster N-ის სურათი გამოქვეყნდა და პატარა ჰეჩბეკის კარზე მიკრულ ფურცელზე 2.5 Turbo Engine T-GDi ეწერა. აღნიშნული სურათიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ Hyundai ჰეჩბეკის ახალ ძალოვან აგრეგატს სინჯავს, რომელიც Hyundai და მის შვილობილ კომპანია Genesis-ის სხვადასხვა ავტომობილში გამოიყენება. ბოლო საკმაოდ სხარტი და მოქნილი Veloster N 2,0-ლიტრიანი ტურბო ძრავით იყო აღჭურვილი.

„ჯიუნდაის“ Theta III 2.5-ლიტრიანი ძრავის შესახებ პირველად 2018 წელს გავიგეთ და მას შემდეგ ამ ძრავით Hyundai Sonata N-Line და Genesis ძვირადღირებული სედანები აღჭურვეს. ამ მოდელებში ძრავა 300 ცხენის ძალას და 421 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ახალ Veloster-ში უფრო დიდ მაჩვენებლებს გვპირდებიან.


Hyundai Veloster N Perfomance Package (Theta III ძრავით), 2018 წლის ტესტირება

2.0-ლიტრიანი ძრავა, რომელიც თანამედროვე Veloster N-ს ამოძრავს, 250 ცხენის ძალას, ხოლო Performance Package-ის მქონე ვერსიის შემთხვევაში 275 ცხენის ძალას აწარმოებს. ახალი ძალოვანი აგრეგატი 300 ცხენის ძალას უდაოდ გამოიმუშავებს, თუმცა Veloster N კომპანიის ყველაზე „ცხელი“ ჰეჩბექია, ამიტომ მისგან უფრო მეტი მოეთხოვება, 4-კარიანი სედანებისგან უფრო მეტად უნდა განსხვავდებოდეს. ამბობენ, რომ ახალ Veloster N-ში იგივე ძალოვანი აგრეგატი 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სტანდარტულ Veloster N-ში ამდენი ცხენის ძალა რამდენად მოსალოდნელია, ვერ გეტყვით, თუმცა Performance Package-ის ვერსიისთვის უფრო რეალურად ჟღერს. სტანდარტულთანშედარებით 50 ცხენს ძალის ნამატით Performance Package-ის გაზრდილ ფასს კომპანია უფრო მარტივად გაამართლებს.

ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, თუ „ჰიუნდაის“ ხელმისაწვდომობას გავითვალისწინებთ, მაგრამ ახალი ძალოვანი აგრეგატის მქონე მოქნილ გასართობ ჰეჩბექს კორეული ბრენდისგან ახლო მომავალში ვერ ვიხილავთ. Hyundai-მ მეორე თაობის Veloster-ის წარმოება არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ახალ ძალოვან აგრეგატს, შეპირებული მონაცემებით, უკვე მესამე თაობაში ვიხილავთ. ახალი Veloster-ის წარგენა 2022 წლისთვის არის ნავარაუდები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები