Venturi, 400GT
Aa
Aa

ავტოსპორტიდან რეალურ ცხოვრებამდე

წესის მიხედვით სერიულ ავტომობილებს კომპანიები ავტოსპორტში რეალიზებისთვის იყენებენ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც და Venturi 400GT ერთერთი მათგანია.

1995 Venturi 400GT | | SuperCars.net

Venturi ფრანგული წარმოებისაა, თავდაპირველად მისი შექმნის იდეა Touring-ის კლასის რბოლებში ახალი დისციპლინის ჩამოყალიბება იყო. შესაბამისად ავტომობილის პროექტში ავტომრბოლელები იყვნენ ჩართულები. აღნიშნული დისციპლინის მოდელი სულ 88 ერთეული იყო წარმოებული, საიდანაც სამოქალაქო ვერსია მხოლოდ 15, დანარჩენი კი მხოლოდ რბოლისთვის იყო განკუთვნილი.

Winged Car Wednesday – Venturi 400 GT – AutoLobotomy

სარბოლე ვერსიის შემდეგ სამოქალაქო მოხმარებისთვის განკუთვნილი მოდელის შექმნაზეც გაჩნდა იდეა, თუმცა ამ ორს შორის დიდი სხვაობა არ იყო. ავტომობილი იგივე ძრავითა და სამუხრუჭე სისტემით იყო აღჭურვილი, რითაც სარბოლე ვერსია. ამ ყველაფრის გამო მისი მართვა შესაბამის უნარებს მოითხოვდა. V6 ტიპის ძრავას ორი ტურბო ჰქონდა დამატებული, რაც 403 ცხენისძალასა და 510 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 1150 კილოგრამიანი ავტომობილი 100-მდე  4.7 წამში ჩქარდებოდა. მისი სამუხრუჟე სისტემა ინოვაციური გამოდგა. ინჟინრებმა რბოლისთვის კარბონის სამუხრუჭე სისტემა დაუყენეს და მისი გადმოტანა სამოქალაქო ვერსიაშიც გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მუხრუჭებით წარმოებული მანქანა მანამდე არ არსებობდა. მის უკომპრომისო ხასიათზე ინტერიერში არსებული დამატებითი მაჩვენებლები და სხვადასხვა ფუნქციებისთვის განკუთვნილი სარბოლე ჩამრთველებიც მეტყველებდა. გარე ვიზუალს რაც შეეხება ავტომობილი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა და ყველაზე მეტად მისთვის Ferrari F40-ის მსგავსი უკანა სპოილერი იყო.

The Venturi 400 GT Trophy – A Rare Twin-Turbo French Supercar

ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილ ავტომობილს, რომელსაც ფესვები ავტოსპორტიდან და რეალური რბოლებიდან ჰქონდა, რთული იყო, რომ უბრალო მომხმარებლებისთვის სწორად შეეთავაზებინათ. მის მიმართ დაინტერესებას ძირითადად სპორტსმენები გამოხატავდნენ, რომელთა რაოდენობა ძალიან ცოტაა, შესაბამისად ამ ავტომობილს მომავალი აღარ ჰქონია. თუ როდესმე ფრანგულ ავტოწარმოებაში "სუპერქარებს" ჩაეძიებით, იცოდეთ, რომ "ვენტური" უდიდეს სიმაღლეს იკავებს. 

მსგავსი სიახლეები