Aa
Aa

„Smaht Pahk“ ჭკვიანი არ აღმოჩნდა: Hyundai 2020 წლის Sonata-ს უკან იწვევს

Hyundai 2020 წლის Sonata-სა და Nexo-ს უკან იწვევს. გაწვევა 11,870 ავტომობილს შეეხება.  

თუ სუპერთასის მოყვარული ხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ რეკლამები მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია. 2020 წელს ყველაზე დასამახსოვრებელი Hyundai-ს „Smaht Pahk schtick“ რეკლამა იყო. არაფერი ისე არ ართობს ამერიკელებს, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავების აქცენტზე ხუმრობა. თუმცა, Smaht Pahk არც ისეთი ჭკვიანი აღმოჩნდა, როგორც კომპანიაში ეგონათ. ის გაჩერებას აგვიანებს.

Hyundai-ს არ უნდა გარისკოს და 11,870 ავტომობილს უკან იწვევს. პარკირების დამხმარე ჭკვიანი სისტემა 2020 წლის Sonata-სა და Nexo-ში გამოიყენეს. Nexo მხოლოდ კალიფორნიაში იყიდება. შესაბამისად, გაწვეული მანქანების დიდი ნაწილი Sonata იქნება.

რაში მდგომარეობს კონკრეტულად პრობლემა? National Highway Traffic Safety Administration-ის თანახმად, RSPA პროგრამა ვერ ამჩნევს, როცა მის მოქმედებაში შეცდომა იპარება და მანქანა არასწორად გადაადგილებას განაგრძობს.  ხარვეზები შეუმოწმებელი, შეუსწორებელი რჩება და ავტომობილი არ ჩერდება. გამოწვევის მიზეზად „ანომალიური შეთხვევა“ დასახელდა. კომპანიამ ჯერ არ იცის გამოიწვია თუ არა რაიმე უბედური შემთხვევა მათი პროგრამის შეცდომამ.

Hyundai-მ შეცდომა კომპიუტერი პროგრამის კოდს დააბრალა. ავტომწარმოებელი დილერების გაფრთხილებას 4 ივნისიდან დაიწყებს. რა თქმა უნდა, პროგრამის შეცვლაში მფლობელებს ფულს არ გადაახდევინებენ, თუმცა, სანამ ეს მოხდება, ამ „ეშმაკური“ სისტემით მეგობრებთან თავის მოწონება არ ღირს.

მსგავსი სიახლეები