მერსედესი, სედანი, მერსედეს ე-კლასი, ეიემჯი, მერსედეს-ეიემჯი ე63
Aa
Aa

პაპარაცების ობიექტივში ამჯერად 2021 Mercedes-AMG E63 სედანი მოხვდა

პაპარაცებმა Mercedes-ის ახალი სედანი შენიშნეს.

სულ რამდენიმე თვის წინ პაპარაცებმა 2021 Mercedes-AMG E63 ფურგონი დააფიქსირეს. ახლა ისინი სედანსაც გადააწყდნენ. ის ნაკლებად შეფუთულია. დაფარული მხოლოდ წინა ბამპერია. ფორმაშეცვლილი წინა მაშუქები მთლიანად ჩანს. ისინი უფრო ფართოა და სედანს განახლებულ შეხედულებას აძლევს.  

ნიურბურგრინგზე გადაღებული სურათებიდან ჩანს, რომ, როგორც იქნა, E-Class-ის ოჯახს Panamericana-ს სტილის ცხაურა ექნება. ის AMG E53 მოდელზე უკვე გამოჩნდა და აგრესიული შეხედულება, ვერტიკალური ზოლები ჰქონდა. ბამპერები წინა მოდელისგან ბევრად არ განსხვავდება, მაგრამ მაყუჩები ახლა ორ-ორ წყვილ მილადაა წარმოდგენილი.

ინტერიერი ალბათ ისეთივე იქნება, როგორც სხვა E-Class მოდელებისთვისაა დამახასიათებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება საინფორმაციო-გასართობი სისტემა იქნება. სავარაუდოდ, MBUX სისტემა იქნება დაყენებული, რომლის პრემიერაც 2 წლის წინ A-Class მოდელებში შედგა.

Mercedes-ს ძრავის პოტენციურ განახლებაზე არაფერი უთქვამს. E63 S-ში 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავაა, რომელიც 603 ცხენის ძალას და 850ნმ-ს გამოიმუშავებს. ძალა 4Matic+ სისტემითაა. დრიფტის რეჟიმიც აქვს, რომელიც ამ მანქანას BMW M5-ს RWD კონკურენტად აქცევს.

დებიუტი თვის ბოლოს უნდა შედგეს. თქვენ ფურგონისა და სედანის ნახვის საშუალება გექნებათ. კუპესა და კაბრიოლეტს კი წლის ბოლოს იმავე განახლებებით უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები