Ford Focus-მა BMW-ს კაპოტზე გადაუარა
Ford-ის აგრესიულმა მძღოლმა ლონდონში არეულობა მოაწყო.
ლონდონის ერთ-ერთი პაბის სტუმრები უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ. Ford Focus-ი ავტომობილს რამდენჯერმე შეეჯახა, შემდეგ კი ზედ გადაუარა.
მოწმეები ამბობენ, რომ ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს ამ ინციდენტამდეც შეეჯახა და ერთ-ერთმა მძღოლმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენა.
BMW-ს მძღოლი ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან დაძვრაზე უარს ამბობდა. Ford-ის მძღოლს კი, როგორც ჩანს, იქიდან წასვლა ძალიან ეჩქარებოდა.
ადგილზე ტრიალისგან Ford Focus-ის საბურავებმა ბოლი აუშვა. მძღოლმა ავტომობილი უკან დახია და BMW-ს ძალით შეეჯახა. შემდეგ უკან დაიხია და კიდევ ერთხელ შეეჯახა. Focus-ის ბორბალი ჰაერში, BMW-ს კაპოტზე აღმოჩნდა და გაიჭედა.
ვიდეოში მამაკაცი ჩნდება, რომელიც Focus-ს აწვება. საბოლოოდ, Ford-ი კაპოტიდან ჩამოდის და შუქნიშნის წითელ სიგნალზე გზას ისე აგრძელებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
მთელი ამ დროის განმავლობაში BMW-ს მძღოლი ავტომობილში გაუნძრევლად იჯდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. Ford Focus-ს პაბთან ახლოს მიაკვლიეს. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.