ქუჩის რბოლების მოყვარულები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით ბოროტად სარგებლობენ
კორონავირუსის შეზღუდვების გამო, ქუჩები ცარიელია. ზოგიერთი ადამიანი კი ამით ბოროტად სარგებლობს.
დღეს სიჩქარის გადაჭარბება ისე ადვილია, როგორც არასდროს. ზოგი ადამიანი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით ბოროტად სარგებლობს. ქუჩები ცარიელია და ეს კანონდამრღვევებისთვის დიდი ცდუნებაა.
ბრიტანეთში მომხდარ რამდენიმე შემთხვევაზე ჩვენს სტატიებში უკვე ვისაუბრეთ. ამ სტატიაში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მდგომარეობას გაგაცნობთ.
ნიუ იორკში სიჩქარის გადაჭარბების გამო, დღეში ორჯერ მეტი ჯარიმა იწერება, ვიდრე ეს შეზღუდვების დაწესებამდე იყო. 27 მარტს სიჩქარის გადაჭარბების გამო 24, 765 ჯარიმა გამოიწერა.
ეს მაჩვენებელი კალიფორნიაშიც გაორმაგდა. შეზღუდვის დაწესების დღეს - 19 მარტს, 2493 ჯარიმა 160კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გამოიწერა.
ორეგონში ხიდი გადაკეტეს და „დონატებს“ აკეთებდნენ. პოლიციის მისვალმდე ადგილიდან გაუჩინარდნენ და ვერავინ დააპატიმრეს.

ნიუ ჯერსიში კი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გაჩერებულმა მძღოლმა, ციხისგან თავის ასარიდებლად, მოიმიზეზა, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა.
ისინი, ვისთვისაც Fast and Furious ფილმები რელიგიაა, პრობლემებს ადრეც ქმნიდნენ, თუმცა ამის გაკეთებას ჩუმად ახერხებდნენ. ახლა აღარ და ვეღარ იმალებიან. რბოლების ჩასატარებლად ქუჩებს კეტავენ.
ისევ კალიფორნიაში, ისეთი ადამიანები მომრავლდა, რომლებსაც საკუთარი მანქანის შესაძლებლობების ლიმიტის გამოცდა უყვართ. ისინი ცდილობენ ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარეები დააფიქსირონ.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ტორონტოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც შავი Mustang-ი შოუს ისეთ ადგილას მართავს, სადაც ადრე უამრავი ადამიანი დადიოდა. გარშემო შეკრებილი ხალხი კი ვიდეოს უღებს.
სუ ფოლსშიც კი:
- „კარგი ამინდია და სიჩქარის გადაჭარბების მოყვარულებმა დრო იხელთეს. ამით ყველა იმედგაცრუებული ჩანს“- ამბობს პოლიციის ოფიცერი.
გასაგებია, რომ, როცა გზები გადატვირთული არ არის, ტარება უფრო სასიამოვნოა, თუმცა ამის გამო პრობლემა საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას არ უნდა შევუქმნათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს