ტოიოტა, ტოიოტა იარისი, ქროსოვერი, ტოიოტა იარის ქროსი
Aa
Aa

ახალი კროსოვერი Toyota-სგან: 2021 წლის Toyota Yaris Cross

Yaris-ს მალე კროსოვერი კომპანიონი ეყოლება, რომელიც სალონში მეტ სივრცესა და უფრო მაღალ კლირენსს შემოგვთავაზებს.

Toyota-ს ახალი ავტომობილის პრემიერია ჟენევის ავტოშოუზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო თარიღმა გადაიწია. კომპანიამ განაცხადა, რომ პრემიერას რამდენიმე კვირით ან თვით გადადებდა. ლოდინი დასრულდა და Toyota მზადაა, ახალი კროსოვერი წარმოგვიდგინოს.  

ახალი Yaris Cross-ს supermini-ს თვლების ბაზაზეა, რომელიც 2560 მილიმეტრია. სრული სიგრძე კი 4190მმ-ს შეადგენს. ის 20მმ-ით უფრო ფართო და 90მმ-ით მაღალია, ვიდრე Yaris-ი და უფრო პატარაა, ვიდრე C-HR.

ახალ კროსოვერს Yaris-ზე მეტი სივრცე და C-HR-ზე დახვეწილი სტილი აქვს.

Yaris Cross-ი ოქროსფერია და 18-იანი დისკები აქვს. უკანა კარი ელექტროა. როცა საბარგულის სივრცეს ხსნი, იატაკის ადაპტირებაა შესაძლებელი. ბარგისთვის სივრცე შეიძლება ორადაც კი გაიყოს, იმის მიხედვით, რისი ჩადება გინდათ. საბარგულში ნივთები ღვედებით მაგრდება და სიარულის დროს იმაზე ფიქრი არ მოგიწევთ, როგორ მდგომარეობაში დაგხვდებათ იქ თქვენი ბარგი.  

AWD ევროპის მცირე ზომის სუვებში იშვიათად გვხვდება. ეს პატარა სუვი კი ოთხივეწამყვანია და 1.5-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავა აქვს. სიარული მხოლოდ წინა წამყვან რეჟიმშიც არის შესაძლებელი. როცა სენსორები ცუდ საგზაო პირობებს აღიქვამენ, AWD სისტემა გააქტიურდება და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ.

ჯამში მანქანას 116 ცხენის ძალა აქვს. ეს მაჩვენებელი შეიძლება არასაკმარისად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქალაქზე ორიენტირებული კროსოვერისთვის დამაკმაყოფილებელია.  

კომპანია საფრანგეთის ქარხანაში 150,000 ეგზემპლარის აწყობას აპირებს. იაპონიაში შემოდგომაზე, ევროპაში კი მისი გაყიდვები 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები