Aa Aa
6 ივლისი 2022  |  09:53

Ferrari ელექტრიფიკაციისკენ ნელი ტემპით მიდის

ელექტრიფიკაციის ერას ვერც Ferrari გაექცევა.

ელექტრიფიკაციის ერა უკვე დადგა და ამ ფაქტისთვის ყველას თვალის გასწორება მოუწევს. მათ შორის, ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორიც Ferrari და Lamborghini არიან. Ferrari-ს ხელმძღვანელობამ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა.

Ferrari ელექტრიფიკაციისკენ ნელ-ნელა მიდის. 2013 წელს ჰიბრიდული LaFerrari ააწყეს. დღეს კომპანიას 4 ფლაგ ინ ჰიბრიდული ავტომობილი ჰყავს, მათ შორის ახალი 296 GTB და წარმოუდგენლად სწრაფი SF90 Stradale.

ისიც ვიცით, რომ ბრენდი 2025 წლისთვის პირველ სრულიად ელექტრო ავტომობილს გამოუშვებს.

გასულ წელს Ferrari-მ 11 155 ავტომობილი ააწყო. ანუ, 46 ავტომობილი დღეში. 2025 წლისთვის წელიწადში 15 000 ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ, 65-ის დღეში და ეს მეტწილად ელექტრო ავტომობილების ახალი ხაზის დამსახურება იქნება.

ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს ერთი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით კი სპორტულ ავტომობილებს. ამ პრობლემას მძიმე წონა ჰქვია. ბატარეების მძიმე წონა ავტომობილების ტექნიკურ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება. Ferrari ენერგიის ალტერნატიულ გზებს განიხილავს. მაგალითად, წყალბადს ან ნახევრადგამტარულ ბატარეებს.

Ferrari-ს ნელი სვლა ერთი მხრივ გასაგებიცაა, რადგან, Lamborghini-სგან განსხვავებით, მის უკან VW Group-ს მსგავსი დიდი კომპანია არ დგას.

მიუხედავად იმისა, რომ Lamborghini 2025 წლისთვის მთელი ხაზის ელექტრიფიკაციას გეგმავს, მას პირველი EV-ს გამოსვლის წელი ჯერ არ დაუანონსებია.

გაზიარება: