BMW, 2002 Targa
Aa
Aa

უიშვიათესი BMW 2002 Targa გასაყიდადაა გამოტანილი

BMW-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი გასაყიდადაა გამოტანილი.

იშვიათი, ძველი, განსხვავებული და უმშვენიერესი - ეს ის ეპითეტებია, რომლებიც BMW-ს ამ მოდელს ეკუთვნის. მსურველებისთვის კი კარგი ამბავი გვაქვს. ეს ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი.

კოლექციონერები ამ მანქანაზე ნადირობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სურათებზე თქვენ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ BMW-ს უყურებთ. ეს 1973 წლის 2002 Targa-ა, რომელიც ახლახან Gooding & Co’s Peeble Beach-ის აუქციონზეა გამოტანილი. ამ მოდელის შექმნა შტუტგარტში დაფუძნებული კომპანიის - Baur-ის სახელს უკავშირდება.



Baur-მა საბაზისოდ 2002 აიღო. ეს ნიშნავს, რომ კორპუსის ქვეშ კლასიკური 2002 იმალება, რაც ერთ-ერთი იდეალური პროპორციების მქონე „სამყუთიან“ დიზაინს გულისხმობს. თუმცა, კორპუსის ზედა ნაწილზე Baur-მა საოცრად იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ფორმა მნიშვნელოვნად შეიცვალა და სახურავი დამოკლდა მეორე რიგის სავარძლები მაინც გვაქვს.  შედეგად, მანქანა თითქმის ბრტყელი კუდი აქვს, რომელიც განსხვავებულად და მიმზიდველად გამოიყურება.



კომპანიამ ჯამში სულ 2 317 ეგზემპლარი შექმნა. ალბათ, ჩვენი მკითხველები უფრო ნაკლებ გამოშვებულ მოდელს ელოდნენ, რადგან ეს მანქანა სახალხოდ თითქმის არასდროს ჩანს. 2002 Targa 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრეს კი უკანა ბორბლებზე 4-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ანაწილებს.

2020 წელს 2002 Targa-ს ერთ-ერთი ეგზემპლარი 38 000$-ად გაიყიდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება სურათზე ნაჩვენები ავტომობილი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები