ბიემვი, ნისანი, ბიემვი ემ5 ე39, ბეემვე, ჯითი-არ არ34, ნისან სქაილაინ ჯითი-არი, ბიემვი ე39 ემ5
Aa
Aa

ლეგენდების დუელი: E39 BMW M5 Vs. Nissan Skyline GT-R-ი

სპორტული ავტომობილების სეგმენტი 1998 წელს მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ამ წელს ავტოსამყარომ E39 BMW M5 და Nissan Skyline GT-R R34 გაიცნო. ეს ორი მანქანა რადიკალურად განსხვავებული სტილისაა და რადიკალურად განსხვავებულ კულტურაში დაიბადნენ. თუმცა, დღეს ისინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ამას Godzilla-ს კოლოსალური ღირებულებაც მოწმობს. E39 M5-ის ფასი კი უბრალოდ მზარდია. 

ფურცელზე გერმანული სუპერსედანი Skyline-ს უდავოდ სჯობს. Nissan-ის ტურბინიანი I6 ძრავა 280 ცხენის ძალასა და 392 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. BMW-ს ატმოსფერული V8-ს სიმძლავრე კი 400 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს შეადგენს.

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, Skyline GT-R-ი თავის ძალას ოთხივე საბურავზე ანაწილებს. ეს სტარტზე მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მის კონკურენტს კი ასფალტზე 400 ცხენის ძალის დატანა მხოლოდ უკანა საბურავებით უწევს. გარდა ამისა, Skyline-ის შანსებს წონაც ზრდის. M5 GT-R-ზე 235კგ-ით მძიმეა.

დაბალი წონა და სრულად ამძრავი სისტემა „დრაგზე“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Skyline-ს ტურბო დაყოვნება აქვს. სწორედ ეს გარემოებები, საკულტო ფონთან ერთად, ამ რბოლას ძალზედ საინტერესოს ხდის. გაინტერესებთ ვინ მოიგო ეს დაპირისპირება? ნახეთ ზემოთ მიბმული ვიდეო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები