ნაგვის მანქანამ Holden Monaro გაიტანა
Monaro-ს მფლობელს ცუდი დღე ჰქონდა.
Holden Monaro ავსტრალიის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ავტომობილია. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ ეგზემპლარს ძვირადღირებული შეკეთება დასჭირდება მას შემდეგ, რაც ნაგვის სატვირთო მანქანამ გადაუარა.
ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება ნაგვის მანქანა მელბურნის ქუჩებში. ყველაფერი კარგადაა, სანამ ყვითელ Monaro-ს არ უახლოვდება, რომელიც გზის მარცხენა მხარესაა გაჩერებული. მარჯვნივ Ford Falcon-ი დგას. გზაზე Nissan Micra-ც ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ გასავლელად ძალიან მცირე ადგილია, მძღოლი სულ ცოტათი ნელდება და ყვითელ Holden-ს ეჯახება. მძღოლის მხარეს სარკეს აცლის და ბამპერსაც აზიანებს.
Monaro-ს მძღოლი ავტომობილიდან მაშინვე გადმოდის და ბრაზს ვერ მალავს. თავდაპირველად, თითქოს სატვირთოს მძღოლი გაქცევას აპირებს, მაგრამ შემდეგ ჩერდება.
ამ ავარიაში დამნაშავე ერთი შეხედვით სატვირთოს მძღოლია. მეორე მხრივ, ქუჩა აშკარად პატარაა იმისთვის, რომ ორივე მხრიდან ავტომობილები იყოს გაჩერებული.