Ford Mustang-ი ბოლის გამოშვების მცდელობისას პიკაპს შეეჯახა
Aa
Aa

Ford Mustang-ი ბოლის გამოშვების მცდელობისას პიკაპს შეეჯახა

თავის მოწონების კიდევ ერთი მცდელობა ავარიით დასრულდა.

Ford Mustang-ის მძღოლები ჩვენს გაოცებას არ წყვეტენ. ამჯერად, მძღოლმა მწვანე ფერში შეღებილი მასლქარი შეიწირა.

ვიდეო Reddit-ზე, IdiotsInCars-ის არხზე გამოქვეყნდა. ვხედავთ, რომ Mustang-ი შუა ქუჩშია გაჩერებული და მძღოლი ბოლის გამოშვებას ცდილობს. აქსელერატორს ფეხს სწრაფად აჭერს და უკანა თვლები ბრუნვას იწყებს. მძღოლი მუხრუჭის სატერფულს ფეხს ნელ-ნელა უშვებს. Mustang-ი ადგილიდან იძვრება და უკან ბოლს ტოვებს. სულ რამდენიმე წამში ავტომობილი მარჯვნივ გადახვევას იწყებს და გზის კიდეზე გაჩერებულ პიკაპს ეჯახება.

ვიდეო მალევე წყდება. არ ვიცით, რა დაზიანება მიადგა მასლქარსა და პიკაპს. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინა ნაწილს სერიოზული შეკეთება დასჭირდება.

ამ ავარიის ყველაზე რეალური ახსნა ისაა, რომ Ford-ის მძღოლი მარჯვენა ფეხს ზედმეტად თამამად იყენებდა და არ იყო მზად იმისთვის, რომ Mustang-ი კუდს მოიქნევდა.

ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ მძღოლი შუა ქუჩაში, საცხოვრებელ ზონაში, ბოლის გამოშვებით, მაყურებლების წინ, თავის მოწონებას ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები